გამოწვევების მიუხედავად, საქართველო მსოფლიო გეოპოლიტიკური სისტემის მნიშვნელოვან ნაწილია - პრეზიდენტი
პოლიტიკა - 10:33, 07 Sep, 2015     849
საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა, დღეს, თბილისის საერთაშორისო კონფერენცია „ევროპის ახალი გეოპოლიტიკური ლანდშაფტი: უსაფრთხოება, ეკონომიკური შესაძლებლობები, თავისუფლება და ადამიანური ღირსება ფრონტისპირა ქვეყნებში“ გახსნა, რომელიც საქართველოში მაკკეინის ინსტიტუტის საერთაშორისო ლიდერობისათვის და ეკონომიკურიპოლიტიკის კვლევის ცენტრის (EPRC) ორგანიზებით ტარდება.

ღონისძიებაზე დამსწრე საზოგადოებას საქართველოს პრეზიდენტმა და პრემიერ-მინისტრმა სიტყვით მიმართეს.

სახელმწიფოს მეთაურმა გამოსვლისას ყურადღება ერთიანი, თავისუფალი და მშვიდობიანი ევროპის მნიშვნელობასა და რეგიონალური უსაფრთხოების საკითხებზე გაამახვილა და რუსეთის საგარეო პოლიტიკის საფრთხეებზე ისაუბრა.

გიორგი მარგველაშვილმა 2008 წლის აგვისტოს ომის შედეგების განხილვისას აღნიშნა, რომ უკრაინაში განვითარებული ტრაგედია, სწორედ, 7 წლის წინ, რუსეთის მიერ საქართველოს მიმართ განხორციელებულ აგრესიაზე საერთაშორისო საზოგადოების მხრიდან არასათანადო რეაგირების ლოგიკური გაგრძელებაა.

კონფერენციის ფარგლებში საქართველოს პრეზიდენტსა და მაკკეინის ინსტიტუტის აღმასრულებელ დირექტორს, NATO-ში აშშ-ის ყოფილ ელჩს კურტ ვოლკერს შორის დისკუსია გაიმართა.

დისკუსია საქართველოში დემოკრატიის განვითარებას, ქვეყნის წინაშე არსებულ პოლიტიკურ, ეკონომიკურ, საგარეო და უსაფრთხოების მიმართულებით არსებულ გამოწვევებს და ქვეყნის სამომავლო სტრატეგიას შეეხო.

როგორც გიორგი მარგველაშვილმა აღნიშნა, საქართველომ დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ მკაცრი საგარეო ზეწოლისა და ქვეყნაში ეკონომიკური კრიზისის ფონზე, შეძლო დემოკრატიული რეფორმების განხორციელება და განვითარება; მიუხედავად ქვეყნის წინაშე არსებული გამოწვევებისა, დღეს საქართველო მსოფლიო გეოპოლიტიკური სისტემის მნიშვნელოვან ნაწილია.

საქართველოს პრეზიდენტმა დამსწრე საზოგადოების კითხვებსაც უპასუხა.

თბილისის საერთაშორისო კონფერენციას მაღალი რანგის პირები, ხელისუფლების, პოლიტიკური პარტიების, აშშ-ის, დასავლეთ და აღმოსავლეთ ევროპის პოლიტიკური, დიპლომატიური, აკადემიური და ექსპერტული წრეების და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

2015 წლის თბილისის საერთაშორისო კონფერენციის დასრულების შემდეგ შემუშავდება და გამოქვეყნდება სამოქმედო გეგმა, რომელსაც სარეკომენდაციო სახე ექნება და შესაძლებელს გახდისგანვითარებადი დემოკრატიების უფრო ქმედით მხარდაჭერას.






მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42