ხალხი იმიტომ მლოცავს, რომ რესპუბლიკელები მლანძღავენ - თამაზ მეჭიაური
პოლიტიკა - 10:30, 07 Sep, 2015     2323
დეპუტატ თამაზ მეჭიაურის განცხადებით, „რესპუბლიკური პარტიის“ ლანძღვის გამო მას ხალხი ლოცავს.

ეს განცხადება მან გაზეთ „კვირის პალიტრასთან“ საუბარში გააკეთა.

მისი თქმით, დავით ზურაბიშვილის კრიტიკულ განცხადებაზე ვრცელ კომენტარს არ გააკეთებს, რადგან მას თანაგუნდელად არ თვლის.

"მე ბიძინა ივანიშვილის თანაგუნდელი ვარ, ზურაბიშვილი კი კოალიციაში ერთ-ერთი შავი ლაქაა. დანარჩენებს რაც შეეხება, განცხადების გაკეთების შემდეგ, საღამომდე, სხდომათა დარბაზში ვიჯექი და თუ რომელიმე კოლეგამ ჩემი ნათქვამი არასწორად გაიგო, მოსულიყვნენ და განვუმარტავდი. ამის ნაცვლად, მხოლოდ მათი შეურაცხმყოფელი განცხადებები მესმოდა, ამიტომ ვფიქრობ, აქ სხვა მოვლენებთან გვაქვს საქმე. რესპუბლიკელებში არის ჯგუფი, რომელიც კოალიციის სხვა წევრებს მედიდურად უყურებს, ნაწილი კონსტრუქციულია. მაგალითად, გიგლა აგულაშვილი, ნოდარ ებანოიძე, თემურ ნერგაძე კომუნიკაბელური ადამიანები არიან, ძმებ ბერძენიშვილებზე, ხიდაშელსა და ზურაბიშვილზე კი იმავეს ვერ ვიტყვი. ვიღაცებს ნუ ჰგონიათ, რომ შანტაჟით ხელისუფლების ხელში ჩაგდებას შეძლებენ - ხალხს ისინი არ აურჩევია! ყველაფერი უკვე ვთქვი. ხალხი იმიტომ მლოცავს, რომ რესპუბლიკელები მლანძღავენ", - განაცხადა მეჭიაურმა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42