ამის შესახებ ირაკლი ღარიბაშვილმა თბილისში საერთაშორისო კონფერენციაზე, "ევროპის ახალი გეოპოლიტიკური ლანდშაფტი" განაცხადა.
პრემიერმა რუსეთთან ურთიერთობაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ მთავრობამ მეზობლებთან პრაქტიკულ ურთიერთობაზე დამყარებით, მშვიდობიანი ურთიერთობა უნდა უზრუნველყოს.
„მოხარული ვარ, რომ მივეკუთვნები იმ თაობას, რომელმაც მნიშვნელოვანი ცვლილებები განახორციელა. ჩვენ არ უნდა გავიმეოროთ წარსულის შეცდომები და ორმაგად ვიმუშაოთ იმისთის, რომ გვქონდეს უფრო თავისუფალი მომავალი. გასულ წელს მე ხელი მოვაწერე ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებას, რომელიც საქართველოს მოდერნიზებისთვის მთავარ გეგმას წარმოადგენს. საქართველოს დემოკრატიის მთავარ კომპონენტს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაცია წარმოადგენს. ჩვენი მცდელობა ევროკავშირთან და ამერიკასთან დაახლოების პროცესში დემოკრატიული ტრანსფორმაციის გზაა. ჩვენი მთავრობის ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ შეიქმნა უფრო გამჭირვალე სისტემა, რომელიც ანგარიშვალდებულია ხალხთან. ჩვენ უნდა უზრუნველყოთ ხანგრძლივი მშვიდობა მეზობლებთან, რომელიც პრაქტიკულ ურთიერთობებზე იქნება დამყარებული, განსაკუთრებით რუსეთთან. მიუხედევად იმისა, თუ რომელიც პოლიტიკური პარტიაა ხელისუფლებაში, საქართველო შეერთებული შტატების და ევროპის პარტნიორად რჩება“, - ამბობს ღარიბაშვილი.
მასალის გამოყენების პირობები






