საქართველოს პრეზიდენტი კონფერენციაზე სიტყვით გამოვიდა. გიორგი მარგველაშვილმა მთავარი აქცენტი მოახლოებულ არჩევნებზე გააკეთა. საქართველოს პრეზიდენტის თქმით, 2016 წლის არჩევნები ქვეყნის განვითარებისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი ფაქტორი იქნება.
„მოხარული ვარ, რომ მნიშვნელოვანი საკითხების განსახილველად შეიკრიბეთ. ლოგიკურია, რომ ეს ღონისძიება საქართველში ტარდება. ექვსი წლის წინ ევროპის სტაბილურობა კითხვის ნიშნის ქვეშ დადგა, ეს იყო 2008 წლის აგვისტოში, როდესაც რუსეთის რეგულიარული ჯარი საქართველოს ტერიტორიაზე შემოიჭრა, დღეს კი უსაფრთხოება ღია საკითხად რჩება. გაცხადებული გზავნილი მოდის საგარეო კუთხით, რომელიც ამბობს, რომ რუსეთის მეზობლები რუსეთის ფედრაციის ინტერესში იმყოფებიან, რუსი პოლიტიკოსები თვლიან, რომ ამ ქვეყანაში საკითხების გადაჭრა ნებისმიერი ფორმით შეუძლიათ, მათ შორის არის სამხედრო გზა. მე რუსეთის ამგვარ მიდგომაზე ჯერჯერობით პასუხს ვერ ვხედავ," - განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.
მასალის გამოყენების პირობები






