გამოცდების ეროვნული ცენტრი განცხადებას ავრცელებს
პოლიტიკა - 17:17, 05 Sep, 2015     5165

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, მეორადი ჩარიცხვების მოთხოვნით გაფიცული სტუდენტები ცენტრის მიმართ უსაფუძვლო და დაუსაბუთებელ ბრალდებებს ავრცელებენ.

ამის შესახებ ცენტრის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი.

„უკანასკნელი დღეების განმავლობაში შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის მისამართით გაისმა ცილისწამება, რომელსაც არანაირი საერთო სიმართლესთან არ აქვს.

სამწუხაროა, რომ მეორადი ჩარიცხვების მოთხოვნით დაწყებული პროტესტი, რამდენიმე აბიტურიენტისა და მათი მშობლების მხრიდან სრულიად უსაფუძვლო, დაუსაბუთებელი და აბსურდული ბრალდებების ტირაჟირებაში გადაიზარდა. ახალგაზრდები, რომლებმაც კარგად იციან, რომ არსებული შედეგი მხოლოდ მათი არჩევანისა თუ შეცდომის ბრალია, უკვე დამამცირებელ, შეურაცხმყოფელ ბრალდებებს და ცრუ ვერსიებს ავრცელებენ.

მას შემდეგ, რაც იგივე ბრალდება გაისმა ერთ-ერთი პარტიის წარმომადგენლისგან, ცხადი გახდა, რომ არანაირი საერთო ამ პროცესს სწავლის გაგრძელების სურვილთან უკვე აღარ აქვს.

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი მიიჩნევს, რომ უნდა დაიწყოს მოკვლევა პარასკევს, 4 სექტემბერს ტელეკომპანია რუსთავი 2-ის ეთერით გასულ სიუჟეტში გაჟღერებულ ბრალდებასთან დაკავშირებით. მოკვლევის დასრულების შემდეგ, კიდევ ერთხელ, სრულიად ცხადი გახდება ამ ბრალდების აბსურდულობა.

კიდევ ერთხელ იმიტომ, რომ ცენტრის ვებგვერდზე და facebook გვერდზე განთავსებული ინფორმაციის გაცნობა და გაანალიზება სრულიად საკმარისია, რომ მსგავსი ცილისწამების უსაფუძვლობა აშკარა გახდეს. საბაკალავრო პროგრამებზე ჩარიცხულთა სიაში არანაირი ცვლილება არ განხორციელებულა, არც რაოდენობის, არც სხვა მონაცემების მხრივ. ყველა მომხმარებელს, რომელმაც განთავსებისას გადაიწერა აღნიშნული PDF ფაილი, საშუალება აქვს ამაში თავად დარწმუნდეს.

26 აგვისტოს ბრიფინგზე გამოცხადდა საბაკალავრო პროგრამებზე ჩარიცხულებისა და ქართულ ენაში მომზადების პროგრამაზე ჩარიცხულების ჯამური რაოდენობა. რამდენიმე დღის წინ ცენტრის facebook გვერდზე განთავსდა განმარტება იმის შესახებ, რომ გამოცხადებისას ქართულ ენაში მომზადების პროგრამაზე ჩარიცხულთა საბოლოო რაოდენობაში არ იყო ასახული 8 აბიტურიენტი, რომლებმაც მხოლოდ ერთი - ზოგადი უნარების გამოცდა ჩააბარეს აზერბაიჯანულ ენაზე. განმარტებაში ნათქვამია ისიც, რომ სიიდან ამოღებულ იქნა ერთი, ქართულ ენაში მომზადების (აფხაზურენოვანთათვის) პროგრამაზე ჩარიცხული აბიტურიენტი, რომლის მონაცემები შესაბამისობაში არ მოდიოდა ამ პროგრამის სპეციფიკურ მოთხოვნებთან“, - ნათქვამია განცხადებაში.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42