"რუსეთს კარგად ესმის, რომ საბოლოოდ დაკარგა საქართველო..."
სოც.მედია - 16:38, 05 Sep, 2015     3799

საზოგადოება „ივერიას“ წევრი ნიკა რურუა სოციალურ ქსელში წერს, რომ რუსეთი-საქართველოს ურთიერთობაზე წერს.

მისი თქმით, რუსეთმა იცის, რომ ვერანაირ პრორუსულ ხელისუფლებას საქართველოში დიდი ხნის სიცოცხლე არ უწერია, ამიტომ ის ქვეყანაში არეულობას მუდმივად შეეცდება.

„რუსეთმა დაკარგა უკრაინა. საბოლოოდ. მიუხედავად იმისა რომ მიიტაცა ყირიმი. და ახლა ის უკრაინის მაქსიმალურად არევ-დარევას ცდილობს.

ისტორიულად ეს მას გამოსდიოდა იმ ქვეყნებში, სადაც ხალხი დაბნეული, არაერთსულოვანი და დაქსაქსული იყო. ერთი მაგალითი ამისა - ყირგიზეთია დღეს - სრულიად ფიქტიურად დამოუკიდებელი სახელმწიფო, სადაც რუსეთი დესტრუქციულ ქმედებას დესტრუქციულ ქმედებაზე ჩადის, რომ უფრო მეტ უიმედობასა და არეულობაში უფრო მეტხანს დარჩეს სიტუაციის ბატონ-პატრონად.

იგივეს ეცდება რუსეთი საქართველოშიც, რადგან კარგად ესმის, რომ მიიტაცა რა აფხაზეთი და სამაჩაბლოდ (ისიც დროებით), მან სამუდამოდ და საბოლოოდ დაკარგა საქართველო.

ამიტომ, რუსეთი აქ მხოლოდ დესტრუქციას, არეულობას ეცდება, რადგანაც იცის, რომ ვერანაირ პრორუსულ ხელისუფლებას აქ დიდი ხნის სიცოცხლე არ უწერია, რადგანაც ჩვენმა ქვეყანამ გაიგო და იგრძნო თავისუფლების და მის მიერ მოტანილი ღირსების გემო და სიკეთე - თუნდაც სულ საწყის, ელემენტარულ დონეზე.

შესაბამისად, არაფრით არ უნდა დავუშვათ თუნდაც მცირედი შანსი გათიშულობის, უიმედობის და დაქსაქსულობისა თავისუფლების მომხრე ადამიანებში და პოლიტიკურ ძალებში. ხალხის მობილიზაციის პირობებში რუსეთი უძლური ხდება და ესეც ისტორიამ უამრავჯერ დაგვიდასტურა, როგორც “ვარდების რევოლუციის”, ისე ასლანის მიერ დაპატრონებული აჭარის საქართველოს კონსტიტუციურ სივრცეში დაბრუნებისას.

პროტესტიც კი, თუ ის საჭირო გახდა და უდაოდ გახდება, უნდა იყოს უკიდურესად ორგანიზებული და დისტიპლინირებული. არანაირი შანსი არ უნდა მიეცეთ სკამებზე მონადირეებსა და სხვებზე დომინირების მსურველებსაც, რადგანაც ამ ბრძოლას საქართველოსთვის მხოლოდ მაშინ მოვიგებთ, თუ მას თავისუფლების წმინდათაწმინდა მიზნის ქვეშ ვაწარმოებთ - ის ქვეყანა გარე ძალისგან ვერ იქნება თავისუფალი, რომელსაც საკუთარი მოქალაქეებისთვის არ უნდა თავისუფლება.“, - წერს რურუა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42