აბიტურიენტების ჩარიცხვის რა მექანიზმს არ იყენებს სამინისტრო და ჯარის პრობლემები, რომელზეც არავინ საუბრობს
პოლიტიკა - 14:56, 05 Sep, 2015     4769
რატომ აკრიტიკიებს განათლებისა და თავდაცვის ყოფილი მინისტრი სამინისტროების ახალ ხელმძღვანელობას; რა მექანიზმი არსებობს იმისათვის, რომ ბარიერგადალახული აბიტურიენტების უფლებები იყოს დაცული და რატომ უწოდებს დიმიტრი შაშკინი თინა ხიდაშელის ინიციატივას ჯარისკაცებისთვის შეურაცხმყოფელს.

რაც შეეხება აბიტურიენტებს, რომლებმაც ერთიანი ეროვნული გამოცდები ჩააბარეს, მაგრამ უნივერსიტეტების გარეშე დარჩნენ, განათლების სამინისტრო აცხადებს, რომ მეორადი ჩარიცხვები არ დაიშვება, აბიტურიენტები კი პრემიერ-მინისტრს მიმართავენ და პრობლემის გადასაჭრელად მის ჩართვას ითხოვენ. ,,როგორც მინიმუმ შესძლებელია, რომ ამ ბავშვებს მსმენელის სტატუსი მისცენ... ამის მოგვარება მინისტრს შეუძლია“ - აცხადებს დიმიტრი შაშკინი ,,ნიუპოსტთან“.

,,ამ პრობლემის გადაწყვეტა არის მარტივი და ეს შეუძლია მოაგვაროს მინისტრმა. თუ მინისტრს ამის უნარი არ გააჩნია, მაშინ შეუძლია გამოიტანოს მთავრობის სხდომაზე და კოლეგიალურმა ორგანომ მოაგვაროს. მაგრამ როგორც სჩანს ის შეცდომები, რომელიც თავად სამინისტრომ დაუშვა, არ სურთ, რომ გახდეს მთავრობაზე მსჯელობის საგანი. რაც მოხდა გუშინ და გუშინწინ, ეს არის ამაზრზენი. ადგილი ჰქონდა ახალგაზრდების, სტუდენტების ერთმანეთზე წაკიდების მცდელობას. გამოვიდა სამინისტროს ხელმძღვანელობა და განაცხადა, რომ თუ ამ ბავშვებს ჩავრიცხავთ, მაშინ ხელხალა უნდა ჩავუტაროთ ერთიანი ეროვნული გამოცდები 26 ათას სტუდენტსო. ვისაც კი რაიმე შეხება აქვს იურისპუდენციასთან, ყველა გეტყვით, რომ არანაირი იურიდიული საფუძველი არ არსებობს იმისა, რომ ამ ბავშვებს ხელახლა ჩააბარებინონ გამოცდები. ჰკითხონ მაინც იურისტებს, თუმცა ყველა იურისტი, ვინც ადექვატურად აზროვნებდა, სამინისტოდან გაყარეს და როგორც სჩანს ვინც არიან, ისინი უბრალოდ ხმას ვერ იღებენ. პრობლემა მდგომარეობდა იმაში, რომ აბიტურიენტებმა ჩააბარეს ერთიანი ეროვნული გამოცდები, საკუთარი ცოდნა დაამტკიცეს, მაგრამ ნაწილმა ბავშვებისამ დაუშა ტექნიკური შეცდომა. ამ შეცდომის დაშვების მომენტში იყო განათლების სამინისტროს ბრალი, რადგან არავინ არ აუხსნა აბიტურიენტებს როგორ უნდა შეევსოთ უმეღლესი სასწავლებლებისთვის განკუთვნილი შესაბამისი განაცხადები, რა პრინციპით უნდა შემოეხაზათ, რომ ისინი გარეთ არ დარჩენილიყვნენ. იყვნენ ბავშვები, რომლებმაც თავად მოიზიდეს ეს ინფორმაცია, რაც ძალიან კარგია, მაგრამ იყვნენ ისეთებიც, რომლებმაც ვერ მოიზიდეს, ყველა ვუშვებთ შეცდომას. მე არ ვამბობ, რომ უნდა ჩაირიცხონ ისინი ვინც ვერ ჩააბარა გამოცდები, მაგრამ ამ ბავშვებმა ცოდნის გამოვლენის მომენტში კი არ დაუშვეს შეცდომა, არამედ საბუთების გაფორმების დროს ჰქონდა ადგილი ტექნიკურ ხარვეზს. თავად ბავშვები ადასტურებენ, რომ განათლების სამინისტროს მათთვის არ აუხსნია, არ ჩატარებულა სპეციალური ტრენინგი. ჩემი მინისტრობის დროს, ყველა ჩემი მოადგილე, დეპარტამენტის უფროსები დადიოდნენ სკოლებში, ხვდებოდნენ მოსწავლეებს და უსხსნიდნენ რა როგორ უნდა გაეკეთებინათ. ეს იყო აუცილებლობა, რომ ბავშვებს შეცდომა არ დაეშვათ. მაშინ, როცა 12 ათასი ადამიანი ციხიდან გამოუშვეს, ნარკობარონები, მკლელები, ყაჩაღები... და უთხრეს საზოგადოებას, რომ მოდი ვაპატიოთ ჩადენილი დანაშაული, თუ მათ უნდა ვაპატიოთ და გაგებით მოვეკიდოთ, ბავშვმა რომელმაც ჩააბარა, იმას არ უნდა ვაპატიოთ? კიდევ ვამბობ, საკმარისია მინისტრის ბრძანება, ან მთავრობის დადგენილება, რომ ეს პრობლემა მოგვარდეს. შესაძლებელია, რომ ამ ბავშვებს მსმენელის სტატუსი მისცენ. როგორც მინიმუმ ეს გზაც არსებობს. 18 ათასი ადგილია დარჩენილი და შეიძლება რომ მოხდეს ამ ადგილებზე გადანაწილება. იმის მაგივრად, რომ ეს ბრძანება გამოსცენ, გააკეთეს გნცხადება, რომ თუ ამ ბავშვებს დავუკმაყოფილებთ მოთხოვნას, მაშინ 26 ათას სტუდენტს მოუწევს ხელახლა ჩაბარება. ეს არის დანაშაული, ასე მოქმედებდა კომუნისტური ხელისუფლება, როცა ერთმანეთზე გადაკიდების მეთოდს ირჩევდნენ. რეალურად ეს არის შედეგი იმისა, რომ დღეს არცერთ ჩინოვნიკს არ უნდა გადაწყვეტილების მიღება, ურჩევნია ეს ბავშვები გარეთ დატოვონ, ვიდრე გადაწყვეტილებას ხელი მოაწერონ“ - აცხადებს შაშკინი.

მეორე უწყება, რომელსაც შაშკინი აკრიტიკებს, თავდაცვაა. ყოფილი მინისტრი ამბობს, რომ ჯარში არსებობს შიდაგანაწესი, სადაც ზუსტად არის გაწერილი ჯარისკაცის ვალდებულებები და თუკი ეს შიდაგანაწესი არ სრულდება სამინისტროს ხელმძღვანელობის მმართველობის პრობლემაა. თინა ხიდაშელის განცხადებით, თავდაცვის სამინისტრომ გეგმა შეიმუშავა, რომლის მიხედვითაც, მაქსიმალურად გაკონტროლდება სამხედრო მოსამსახურეების ჩართულობა აზარტულ თამაშებში, ამასთანავე გამკაცრდება კონტროლი ალკოჰოლის და ნარკოტიკული საშუალების მოხმარებაზეც. ხიდაშელის თქმით სტატისტიკურად, ჯარში თვითმკველობის შემთხვევები უკავშირდება ვალებს, რომლებიც აზარტული თამაშების შედეგად არის გამოწვეული.

თავდაცვის ყოფილ მინისტრს აინტერესებს, რა მექანიზმებით აპირებს უწყების ხელმძღვანელობა კონტროლს იმაზე, თუ რა დროს რომელიც ჯარისკაცი შევა რესტორანში ან კაზინოში.

,,ის, რომ ქართულ ჯარში პრობლემებია, ეს არის არა ჯარის, არამედ პოლიტიკოსების ბრალი. ბოლო 2 წელია სისტემა არის შერყეული იმის გამო, რომ ოფიცრები, რომლებმაც სისხლი დაღვარეს და იბრძოდნენ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის, ზოგი დაჭერილია, ზოგი წასულია ქვეყნიდან, ზოგი უკრიანაში იბრძვის. ჯარისკაცისთვის მთავარი არის მაგალითი, მნიშვნელოვანია როგორ იქცევა მისი ხელმძღვანელი, თავდაცვის სამინსიტროს თანამშრომელი და ა.შ. ანუ ჯარი აგებულია ერთანეთის პატივისცემაზე. დღეს ჯარისკაცებს ეუბნებიან, რომ თუ დალევ და კაზინოში შეხვალ, სამსახურიდან გაგაგდებთ. არ მესმის, ამაზე აქცენტის გაკეთება რატომ გახდა საჭირო, მაშინ როცა ჯარში არსებობს შიდაგანაწესი. ყველგან არის გაწერილი და აზრად არ მოუვა არავის, რომ ბაზაზე დალიოს და აზარტული თამაშებით დაკავდეს. მაგრამ ამის კანონში ჩაწერა რას ნიშნავს? ეს არის ჯარის შეურაცხყოფა და თუ შენ შიდაგანაწესით, რომელიც ჯარისთვის კანონია, ვერ მართავ ჯარს, ეს ნიშნავს იმას, რომ სადავეები გაგექცა და გადახვედი შეურაცხყოფაზე. არც ეს მიკვირს, რადგან მინისტრის მოადგილე არის ზუსტად ის ადამიანი, რომელმაც ჯარს შეურაცხყოფა მიაყენა ერთ წლის წინ, როცა თქვა, რომ ავღანეთში ფულის გამო ომობთ და არა საქართველოსთვისო. დავუშვათ და კანონის მიხედვით აეკრძალათ ოფიცრებს რესტორანში და კაზინოში სიარული, მე მაინტერესებს რეიდებს უნდა ველოდოთ თუ რა მექანიზმით აპირებენ ამის კონტოროლს? შევარდნები მოხდება რესტორნებში სამხედრო პოლიციის, როგოც ანდროპოვის დროს იყო თუ როგორ მოხდება? მაგალითად, ოფიცერი, რომელიც არ უნდა იყოს ნასვამი ბაზაზე, წავიდა სახლში, საღამოს ოჯახში მეგობრებთან ერთად დალია, ან მეგობრებთან ერთად სახლში ჯოკერი ითამაშა ფულზე, ან თუნდაც კაზინოში შევიდა, რა მექანიზმით უნდა გაიგოს ეს მინისტრმა? კაზინოს რომ თავი დავანებოთ, სახლში ნარდი ითამაშა 10 ლარზე, როგორ ვაკონტროლებთ ამ ყველაფერს? პირველი არის რომ ვინმემ უნდა უთვალთვალოს და მოუტანოს ინფორმაცია და მეორე, რეიდი უნდა ჩაატარონ. არსებობს ცალკეული შემთხვევები და ამის მაგალითი იყო ამერიკის შეერთებულ შტატებშიც, როცა ერთ-ერთი ოფიცერი ხშირად იყო შემჩნეული კაზინოში და ეს სერიოზული მსჯელობის საგანი გახდა, ის ოფიცერი სამხდრო საზოგადოებამ გარიყა, ეს იყო ცალკეული შემთხვევა და ამას ჯარის შიდაგანაწესით არეგულირებენ და არა კანონის მიღებით“ - აცხადებს შაშკინი და თავდაცვის უწყების ხელმძღვანელობას იმ პრობლემების მოგვარებაზე მიუთითებს, რომელიც მისი თქმით, ჯარში არსებობს და რომლის შესახებაც არავინ საუბრობს.

,,ჯარში სხვა ბევრი რამ არის გასაკეთებელი, რატომღაც არავინ ფიქრობს ამაზე, ბოლო ორი წელია ჯარს მართავენ რუსული პრინციპით - я начальник ты дурак. ეს არის ჯარისთვის ძალიან მიუღებელი. ეს პრობლემა რომ მოგვარდეს საჭიროა არა კანონების მიღება, არამედ საჭიროა ოფიცრებთან საუბარი და მათი პრობლემების გარკვევა, საჭიროა იმ კონცეფციის დაბრუნება, რომელიც ჩვენ თავის დროზე შევიმუშავეთ და რომელიც ითვალისწინებდა პირველ რიგში კარისჯაცებზე ზრუნვას. იქნებ მოიკითხოს ვინმემ, რატომ აჭიანურებენ ფინანსური ბონუსების გადახდას იმ ოფიცრებისთვის, ვინც მეორე კონტრაქტს ხელი მოაწერა, რატომ მიდის შემცირებები ჯარში? ჯარმა დაინახა, რომ ის ვინც ქვეყნისთვის იბრძოდა ან ციხეშია, ან უკრაინაში ომობს, ეს არის წინაპირობა იმისა, რომ კონტროლის შიდამექანიზმები არ მუშაობს“ - აცხადებს შაშკინი.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42