"თავისუფალი დემოკრატები" წყალტუბოში საბიუჯეტო თანხების არამიზნობრივ ხარჯვასა და ნეპოტიზმზე საუბრობენ
პოლიტიკა - 14:52, 05 Sep, 2015     936
"თავისუფალი დემოკრატები" წყალტუბოს რაიონში საბიუჯეტო თანხების არამიზნობრივ ხარჯვასა და ნეპოტიზმზე საუბრობენ.
აღნიშნულთან დაკავშირებით გიორგი ცაგარეიშვილმა დღეს წყალტუბოს საკრებულოს ფრაქცია "თავისუფალი დემოკრატების" თავმჯდომარე მაია შალამბერიძესა და ფრაქციის წევრ რატი ჟორჟოლიანთან ერთად პრესკონფერენცია გამართა.
"2015 წლის იანვარში წყალტუბოს საკრებულოს გადაწყვეტილებით, შეიქმნა ბავშვთა ინკლუზიური ცენტრი და რასაც კენჭისყრისას "თავისუფალი დემოკრატებიც" დაეთანხმნენ. როგორც აღმოჩნდა, გამგეობამ ეს კეთილშობილური იდეაც გამოიყენა იმისთვის, რომ ცენტრში დასაქმებულიყვნენ "ქართულ ოცნებასთან" დაკავშირებული პირები. დღემდე მიმდინარეობს იმ შენობის რემონტი, რომელშიც ბავშვთა ინკლუზიური ცენტრი უნდა განთავსდეს, ანუ მიუხედავად იმისა, რომ ის ჯერ არ ფუნქციონირებს, სოლიდური ხელფასებია გამოწერილი დირექტორზე, მის მოადგილესა და ბუღალტერზე. სხვათაშორის, დირექტორის მოადგილედ გამგებლის მოადგილის მეუღლე დაინიშნა", - განაცხადა ცაგარეიშვილმა, რომლის განმარტებითაც, ბავშვთა ინკლუზიური ცენტრის აღნიშნულ თანამშრომლებზე გაცემული ხელფასები ყველაზე მაღალია, რაც ზოგადად გაიცემა წყალტუბოს გამგეობის სხვადასხვა სტრუქტურის თანამშრომელზე.
მისივე განმარტებით, აღნიშნული ფაქტის განზოგადება შეიძლება მთელ იმერეთსა და სრულიად საქართველოზე.
"მე მესმის, რომ ბავშვთა ინკლუზიური ცენტრი კეთილშობილური იდეაა, მაგრამ ამ ბოლო დროს ყველა კეთილშობილური იდეა ასეთ მახინჯ სახეს იღებს. თქვენ რომ ყურადღებით შეისწავლოთ ვინ მუშაობს აიპ-ებში, შპს-ებში, სხვადასხვა სტრუქტურულ ერთეულებში, მარტივად მიხვდებით, რომ უმეტეს შემთხვევაში, ეს ადამიანები არიან "ქართული ოცნების" ადგილობრივი ლიდერების, გამგებლების, მათი მოადგილეების, სხვადასხვა სტრუქტურული დანაყოფების ხელმძღვანელების მეუღლეები, მამები, დედები და ა.შ. ყველაფერი ისევ უბრუნდება შორელ 90-იან და ავად სახსენებელ 2000-იან წლებს, როცა შევარდნაძისა და სააკაშვილის მმართველობების პერიოდშიც ასე იმართებოდა რაიონები. მინდა მივმართო იმერეთის გუბერნატორს, გაერკვეს რა ხდება - ნუთუ სხვა მიმართულებით არ შეიძლებოდა თანხების გადამისამართება?" - განაცხადა გიორგი ცაგარეიშვილმა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42