,,ენმ“ შუალედურ არჩევნებში მონაწილეობას არ იღებს - ,,ცეკოში რეგისტრაციის მიზანი საეთერო დროის გამოყენებაა“
პოლიტიკა - 13:18, 05 Sep, 2015     1149
„ნაციონალური მოძრაობა“ შუალედურ არჩევნებში მონაწილეობას არ მიიღებს.

ამის შესახებ „ნიუპოსტს“ პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა ზურაბ ჭიაბერაშვილმა განუცხადა.

მისი თქმით, პარტიამ ცესკოში რეგისტრაცია ნამდვილად გაიარა, თუმცა ამას გარკვეული მიზეზი ჰქონდა.

„ჩვენ არჩევნებს ვუცხადებთ ბოიკოტს, თუმცა მეორეს მხრივ ჩვენ არ ვაპირებთ, რომ ხელისუფლებას ხალხის მოტყუების საშუალება მივცეთ. ამისათვის კანონით გათვალისწინებულ ყველა საშუალებას გამოვიყენებთ, რომ ხალხმა იცოდეს თუ რამდენად არასწორია დღეს არსებული საარჩევნო სისტემა და რამდენად უპირატეს მდგომარეობაში აყენებს ის ხელისუფლებას. ვადასტურებ, რომ არც მარტვილში და არც საგარეჯოში კანდიდატი არ გვეყოლება. ასეევ ჩვენ არ წარვადგინეთ წევრები საარჩევნო კომისიაში, რადგან ამას გულისხმობს ბოიკოტის რეჟიმი. შესაბამისად, ჩვენ ვრჩებით იმ განცხადების ერთგული, რაც გავაკეთეთ. რაც შეეხება ცესკოში რეგისტრაციის გავლას, ეს ნიშნავს, რომ ჩვენ გამოვიყენოთ იგივე საეთერო დრო, რომ ჩვენი გზავნილი მივაწვდინოთ საზოგადოებას. ვუთხრათ ხალხს, თუ როგორი მატუარა ხელისუფლებაა და ორი ოლქის არჩევნები არსებითად სურათს არ ცვლის. ჩვენ გვაქვს კონკრეტული გეგმა, თუ როგორ უნდა გამოსწორდეს ქვეყანაში მდგომარეობა და ამას სჭირდება ის, რომ ჩატარდეს ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები“, - აცხადებს ჭიაბერაშვილი.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42