ნორვეგიის საგარეო საქმეთა მინისტრი მიიჩნევს, რომ საქართველო-რუსეთს შორის კონსტრუქციული ურთიერთობა მნიშვნელოვანია.
ამის შესახებ ბორგე ბრენდემ ამბასადორიალი 2015-ზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
მისი თქმით, მეორეს მხრივ რუსეთმა არ უნდა დაივიწყოს ის საერთაშორისო წესები, რომელსაც ცივილიზებული სამყარო ემორჩილება.
„რუსეთის ქმედებებმა ევროპის უსაფრთხოების არქიტექტურა შეძრა. 21-ე საუკუნეში ამ ტიპის ზეგავლენებს ადგილი არ უნდა ჰქონდეს. საქმე მხოლოდ ის არაა, რომ საქართველოსა და უკრაინაში კონფლიქტებია, ეს არის მსოფლიოს წინაშე მდგარი გამოწვევები და საფრთხეები. დარწმუნებული ვარ, 10-15 წელიწადში საქართველო განსაკუთრებულად აყვავებულ ქვეყნად გადაიქცევა და გაუტოლდება მსოფლიოს წარმატებულ ქვეყნებს. ეს იქნება მიღწეული იმით, რომ ახალგაზრდებს მეტი შესაძლებლობა მიეცემათ", - განაცხადა მინისტრმა.
მასალის გამოყენების პირობები






