პრემიერმა "ამბასადორიალი 2015"- ის ფარგლებში ელჩებთან შემაჯამებელი შეხვედრა გამართა
პოლიტიკა - 20:44, 04 Sep, 2015     1280

საქართველოს პრემიერ–მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა,"ამბასადორიალი 2015"- ის ფარგლებში, საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლებთან შემაჯამებელი შეხვედრა გამართა. დახურულ შეხვედრაზე მიმდინარე მნიშვნელოვანი პროცესები, მიღწეული პროგრესი და ქვეყნის წინაშე არსებული გამოწვევები განიხილეს.

როგორც ირაკლი ღარიბაშვილმა ჟურნალისტებს შეხვედრის დასრულების შემდეგ განუცხადა, ამბასადორიალი ძალიან ნაყოფიერი იყო და ეს სასარგებლო ფორმატი უნდა გაგრძელდეს.

„ამბასადორიალი არის ძალიან კარგი ტრადიცია, რომელიც ჩვენ დავამკვიდრეთ და ის წარმატებით გრძელდება. ძალიან ნაყოფიერი და შედეგიანი იყო ეს სამი დღე. ჩვენ ძალიან გულწრფელი საუბარი გვქონდა ელჩებთან. მე მათ ვესაუბრე ჩვენს გეგმებზე. ჩვენი ქვეყნის შიგნით და გარეთ არსებულ სიტუაციაზე, გამოწვევებზე, საფრთხეებზე, რომელიც არსებობს. ჩვენ ერთობლივად დავსახეთ გეგმები მომავალი წლისთვის, ასე რომ, მიმაჩნია, ეს არის სასარგებლო ფორმატი, რომელიც უნდა გაგრძელდეს. მე შევპირდი ელჩებს, რომ იქნება მაქსიმალური მხარდაჭერა ჩვენი მხრიდან“, - განაცხადა ღარიბაშვილმა.

მისივე თქმით, საგარეო საქმეთა მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი დაეხმარება ელჩებს, რათა დროულად გადაუჭრას ყველა ის პრობლემა, რომელიც მათ აქვთ.

„მე მათ შევთავაზე აქტიური კომუნიკაცია მთავრობასთან და შევთანხმდით პირდაპირი კომუნიკაციის გზების შექმნაზე. კომუნიკაცია არის აუცილებელი, რომ ელჩებს დროულად მიეწოდოთ ინფორმაცია და სრულად იყვნენ ჩართული იმ პროცესებში, რომელიც არის ქვეყანაში“, - განაცხადა ღარიბაშვილმა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42