თავდაცვის მინისტრის მოადგილე ანა დოლიძის თქმით, უწყების მიზანი და სამართლიანობის ხარისხი აამაღლებაა. მისივე განცხადებით, მნიშვნელოვანია, რომ საქარტველოს ტავდაცვისუნარიანობის გაზრდაში ახალგაზრდების ჩართულობაა აუცილებელი.
„გვინდა, ახალი შტატების მიღებით, თავდაცვის სამინისტროში გამჭვირვალობის, სამართლიანობის ხარისხი ავამაღლოთ. სამინისტროს მოტივაცია არის, რომ გავზარდოთ ხელმისაწვდომობა იმ ვაკანსიებზე, რომლებიც არის დღეს სამინისტროში.
გვინდა, მივცეთ გარანტია საქართველოს მოსახლეობას, განსაკუთრებით ახალგაზრდა პროფესიონალებს, რომ პროცესი კონკურსებში მონაწილეობის მიღების, იქნება სამართლიანი. ვინაიდან, სამინისტრო თავად არის დაინტერესებული უკეთესი ადამიანური ძალის მოზიდვისა. გარდა ამისა, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, მოხდეს საქართველოს მოსახლეობის ახალგაზრდა ლიდერების თანამონაწილეობა საქართველოს თავდაცვითუნარიანობის გაზრდაში და შესაბამისად, ხელი გავუწოდოთ მათ და მივცეთ გარანტია, რომ ჩვენი კარი ღიაა კონკურსებში მონაწილეობის მისაღებად“, - განაცხადა ანა დოლიძემ.
დეტალური ინფორმაცია თავდაცვის სამინისტროში გამოცხადებული ვაკანსიების შესახებ განთავსებულია ვებგვერდზე hr.gov.ge-ზე. განცხადებების მიღება იწარმოებს 14 სექტემბრამდე.
მასალის გამოყენების პირობები






