ზურაბ ჯაფარიუძე ირწმუნება, რომ მის მიერ შემუშავებული მოდელი თანასწორების პრინციპის უზრუნველყოფას მოახდენს.
„ნაციონალური მოძრაობის“ ყოფილი წევრებისგან დაკომპლექტებული პარტიის წევრები მიიჩნევენ, რომ საარჩევნო სისტემის არსებული სახით შენარჩუნება ნიშნავს იმას, რომ ხელისუფლება მაჟორიტარული მანდატების სრულად ათვისებას გეგმავს.
მეტი სიცხადისთვის ,, ნიუპოსტი" "ახალი პოლიტიკური ცენტრის“ ლიდერს ზურაბ ჯაფარიძეს ესაუბრა.
_რას სთავაზობთ პოლიტიკურ პარტიებს, რას გულისხმობს სამმანდატიანი საარჩევნო ოლქის შემოღება?
_ქართული ოცნების დეპუტატებმა საქართველოს პარლამენტში უკვე დაარეგისტრირეს საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტი საარჩევნო სისტემის შესახებ, რითაც ცხადი გახდა, რომ ქართული ოცნება პროპორციულ საარჩევნო მოდელზე გადასვლას 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებზე არ აპირებს.
ანუ არჩევნები ჩატარდება იმ მოდელით რითაც აქამდე ტარდებოდა - ისევ ერთმანდატიანი მაჟორიტარული ოლქების მოდელით. ეს კი იქნება ‘ხელისუფლებაზე მორგებული’ მოდელი, როგორც ამას ქართულ ოცნებაში შემავალი ყველაპარტია წლების განმავლობაში ამბობდა. თუ ამ მოდელით ჩატარდა არჩევნები, ქართული ოცნება უკლებლივ ყველა ერთმანდატიან მაჟორიტარულ ოლქში უპირობო გამარჯვებას მოიპოვებს და წინასწარ გამოიწერს73 საპარლამენტო მანდატს და არ მისცემს მანდატებს ოპოზიციურ პარტიებს.
- ამ სისტემას აპროტესტებს არასაპარლამენტო ოპოიცია, ისინი პროპორციულ სისტემაზე გადასვლას ითხოვენ, რითი განსხვავდება თქვენი მოთხოვნა?
- ოპოზიციის მიერ მოთხოვნილ მოდელს საკონსტიტუციო საკონსტიტუციო ცვლილებები სჭირდება. ამ მოდელის ცხადია საპარლამენტო უმრავლესობა მხარს არ დაუჭერს.
ჩვენს მიერ შემუშავებული მოდელი გულისხმობს სამმანდატიან ოლქებად დაყოფას, რაც განსხვავებულია ორივე წინადადებისგან. ჩვენს მიერ შემუშავებული მოდელის მიხედვით, არც ერთ გამარჯვებულ პარტიას, იქნება თუ არა ეს ხელისუფლებაში მყოფი პარტია თუ სხვა არ ქნება იმის საშუალება, რომ მაჟორიტარული მანნდატის 2/3 -ზე მეტი წაიღოს, იმ შემთხვევუის გარდა თუ მან არჩევნებში 95 % - ით არ მოიგო. ეს ნიშნავს იმას, რომ თუ ქვეყანაში იარსებებს ოპოზიციური გაერთიანება ან გაერთიანებები ისინი პარლამენტში გარანტირებულად მიიღებენ მინიმუმ ერთ მანდატს მაჟორიტარულ ოლქებში.
- როგორ უნდა მოხდეს ამ ყველაფრის კანონში ასახვა, მაშინ როცა, როგორც თქვენ ამბობთ, საკონსტიტუციო ცვლილებებს „ქართული ოცნება“ მხარს არ დაუჭერს, ან რა პრინციპით უნდა მოხდეს მაჟორიტარული მანდატების განაწილება?
- რა განცხადებაც თქვენ ნახეთ, ეს იყო მხოლოდ შეთავაზება, რომელიც გაკეთდა პოლიტიკური პარტიების და საარჩევნო საკითხებზე მომუშავე პირების მიმართ, რომ დავსხდეთ და დავიწყოთ დისკუსია სწორედ ამ საკითხზე, რა კითხვაც ახლა თქვენ გაგიჩნდათ, ანუ როგორ უნდა მოხდეს მაჟორიტარული მანდატების განაწილება.
- თქვენ რა პრინციპს სთავაზობთ, დისკუსიაზე მოპატიჟებულებს?
- ჩვენს მოდელს საკონსტიტუციო ცვლილება არ დაჭირდება, ამას დასჭირდება ცვლილებები საარჩევნო კოდექსში, რაც ბევრად მარტივი გასაკეთებელია. საბოლოოდ ჩამოვყალიბდებით ალბათ შეხვედრაზე, რომელიც ჩვენ შევთავაზეთ ჩვენს კოლეგებს. ეს საკითხი უადაოდ მსეჯლობას მოითხოვს და დამოკიდებუილია მათ პოლიტიკურ ნებაზე.
- თუ გქონდათ რომელიმე პოლიტიკურ პარტიასთან კოსნულტაცია?
- ჯერ-ჯერობით კონსულტაცია არავისთან არ გვქონია. მომავალი კვირიდან ვაპირებთ კონსულტაციების დაწყებას. კიდევ ერთხელ განვმარტავ - ჩვენ გვაქვს შემუშავებული სამმანდატიან მაჟორიტარულ ოლქებად დაყოფაზე დაფუძნებული საარჩევნო სისტემის მოდელი, რომელიც დღევანდელ მოდელთან შედარებით უზრუნველყოფს საარჩევნო ხმის თანასწორობის პრინციპს.
დავით ჯაბაშვილი
მასალის გამოყენების პირობები






