"კარგი, რა, ჯაჯანიძე, ვინ ჭამს ამ იაფფასიან ხრიკებს?" - ია ფარულავას სკანდალური პოსტი "სხვა რაკურსზე"
სოც.მედია - 16:49, 04 Sep, 2015     21508
მსახიობი ია ფარულავა გია ჯაჯანიძის გადაცემა „სხვა რაკურსთან“ დაკავშირებით სოციალურ ქსელში ვრცელ პოსტს აქვყნებს.

„ვაგრძელებ ჩემი ნიჭიერების დემონსტრირებას. კიდევ ერთი ამონარიდი სტატიიდან მეგობრებო გასართობად ( აბა ლარი და დენი არ გამაგონოთ )

სიტყვამაც მოიტანა და აი, აქ უკვე უნდა მივდგეთ ჯაჯანიძეს, რომელიც მხოლოდ და მხოლოდ „ყურით“ იმართება გადაცემის მსველობისას, რადგან იქ, საეთეროში ზის ერთი მონსტრი პროდიუსერი, რომელიც უკვე აღიარეს სკანდალური თემების დედად და მამიდად, უძლეველი მაია სტეფნაძე (ადრე ნანუკას შოუს პროდიუსერი იყო და წამოვიდა, რადგან იქ მან ფრთები სათანადოდ ვერ გაშალა), სამაგიეროდ ჩაიგდო ხელში გია ჯაჯანიძე, კარგი მოსაზელი თიხის მასალა და მისგან რასაც უნდა იმას ძერწავს და აი, აქ „ყური“ არის წამყვანი, უხილავი და ჯადოსნური კონტაქტი. აბა, ჯაჯანიძის „სხვა რაკურსზე“ რის თქმას აპირებთ, ბატონო ინკოგნიტო?

ინკოგნიტო - პირველ რიგში მაინტერესებს, რატომ ჰქვია მის გადაცემას „სხვა რაკურსი“? რა არის მანდ დანახული სხვა რაკურსით? ერთადერთი, რაც მე დავინახე სხვა რაკურსით, ეს იყო ბერი თომა, რომელიც აშკარად უპირისპირდება ტრადიციულ რელიგიურ შეხედულებებს და მართლაც სხვა რაკურსით ეძებს ღმერთისკენ სავალ გზას.

ია - დაიცათ, დაიცათ, მოდით დავიცვათ თანმიმდევრობა. იმ გადაცემაში, რომელსაც ჩვენ ვუყურეთ, ჯაჯანიძეს პირველ სტუმრად მოწვეული ჰყავდა ენაჭარტალა მსახიობი ანრი ბიბილეიშვილი (ცნობილია თავისი სკანდალური ფოტოთი, ნასვამი რომ კოცნის ტრანსგენდერ კესოს მკერდზე, ღამის კლუბში). რომელიც ასევე უბედნიერესი იყო იმით, რომ ამდენი დრო დაეთმო საღამოს ეთერში მის ისტორიას. ნუ ვიღაც მეგობარი გოგონა ჰყავდა, მერე არ ჰყავდა, ჟურნალშიც დაბეჭდილა მის შესახებ, როგორ ჩამოვიდა 3 ლარით თბილისში ბათუმიდან, გახდა მსახიობი და დღემდე „ხალიავაზე“ ცხოვრობს მეგობართან (ერთხელ მისულა ღამის გასათევად და მას მერე იქ დარჩა. აბა მანამდე სკვერში და თეატრის საგრიმიოროში ცხოვროდა თურმე და სხვა რა უნდა ექნა ???).

ინკოგნიტო – მე თუ მკითხავთ, თუკი ამ თემას მართლაც სხვა რაკურსით განვიხილავთ, მივიღებთ საუბარს მტკიცე და გაბედულ ინდივიდუმზე, რომელსაც უნარი შესწევს მიაღწიოს დასახულ მიზანს. თავად განსაჯეთ, ია, ბიჭი უფულოდ, ყოველგვარი ლობის გარეშე, 3 ლარით ჩამოდის თბილისში, ახერხებს გახდეს მსახიობი და მუშაობას იწყებს ერთ–ერთ პრესტიჟულ თეატრში. ეს ხომ სამაგალითო მოქმედებაა და ნიმუში იმისა, ახალგაზრდამ როგორ უნდა მიაღწიოს დასახულ მიზანს. ამ თვალსაზრისით, გადაცემის პერსონაჟი სწორად იქნა შერჩეული, მაგრამ თემა ვერ დამუშავდა.

ია – ანუ კვლავ თემის გააზრების დეფიციტთან გვაქვს საქმე. ამას მოჰყვა ესტრადის მომღერალი მანანა თოდაძე. გიამ თავიდანვე ჰკითხა, ხომ არ ღელავთო, ეტყობა ინტიმური ინფორმაციის დასაცინცლად ემზადებოდა, მაგრამ ნუ ვერაფრით ვერ დაააცდენინა რამე, ვერც ის, თუ ვინ იყო ასაკით მასზე ბევრად უმცროსი ბოლო ქმარი, ჩემი საქმეა შეგეკითხოთო, თავს იმართლებდა ჯაჯანიძე და აგრძელებდა მის პირად ცხოვრებაში ქექვას, და რომ ვერაფერი გამოსტყუა, მერე ბრახუნა კითხვებით აავსო. მაგალითად: ბოლოს როდის იტირეთ (!?), თქვენ როგორი ცოლის ტიპაჟი ხართ, ფისო თუ აფთარი (ეს არ იქნებოდა „ყურის“ ნაკარნახევი) და უკვე რომ ვერ „გაახურა“ თემა, გადავიდა ფლირტაობაზე, რასაც მანანამ თითქოს მხარი აუბა კიდეც. მერე იქვე გამოაშკარავდა, თუ რატომ ეპრანჭება მანანას - აი ხვალ ნახეთ, რა ამბები ატყდება ჩვენზეო. ხომ არ შეურიგდები ბოლო ქმარსო? ფლირტის ეს იაფფასიანი ტრიუკი ეტყობა არ მოეწონა „ყურს“ და ეგრევე კითხვა ჩაუჩხირა: „რატომ წახვედით საქართველოდან?“ – ვითომ ეს კითხვა თავიდანვე არ შეიძლებოდა რომ დასმულიყო. მერე ისევ - ძალიან ლამაზი თვალები გაქვთ. მე მგონია ახლა ვიღაც გიყვართ. რა სუნამოს ხმარობთ? და ბოლოს, ისეთი ფსიქოლოგიური დასკვნა დაუდო, რომელიც აბსოლუტურად ყველას მიესადაგება. დაზეპირებული ფრაზები (ხომ არ გვავიწყდება, როგორ გაითქვა სახელი სოფლიდან ჩამოსულმა ჯაჯანიძემ თავის დროზე, ის ხომ საკმაოდ კარგი მკითხავი იყო, რომელიც თავისდა უნებურად ალბათ იყენებდა ყველა შარლატანი ნიჭიერი მკითხავის მეთოდს - ცივ კითხვას, და ისიც გაგვიმხილა, რომ მანანა დაინდო ძალიან, რადგან საშინელი მზაკვრული კითხვები ჰქონია მარაგში. კარგი, რა, ჯაჯანიძე, ვინ ჭამს ამ იაფფასიან ხრიკებს? ვინ და ჩვენი მაყურებელიო, მეტყვი შენ, და არც შეცდები, რადგან შენს გადაცემას აშკარად მაღალი სამაყურებლო რეიტინგი აქვს.

ინკოგნიტო – სრულიად გაუგებარი დარჩა მანანას მოწვევის მიზეზი. „სხვა რაკურსს“ რომ თავი დავანებოთ, სასაუბრო თემის გამოკვეთაც კი არ მოხერხდა. სატელევიზიო დიალოგი არ შეიძლება იყოს ასეთი სპონტანური. აუცილებელია რესპონდენტის წინასწარი შემზადება. თუ იქნებ გადაცემის ავტორებს სწორედ ეს მოსწონთ, შეკითხვებით სტუმრის შოკში ჩაგდება?

ია – ეჭვიც არ შეგეპაროთ, რომ ეს მოსწონთ. სწორედ ამით ქმნიან ურთიერთობის დრამატიზმს.

ინკოგნიტო – შედეგად კი ვღებულობთ საუბარს საუბრისთვის, მოწვევას მოწვევისთვის, გართობას გართობისთვის. ვიღას ახსოვს ბერტოლტ ბრეხტის შეგონება – „დამოძღვრე გართობით“, - წერს ფარულავა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42