"მე მეგობარი დავკარგე...ზღვამ წამართვა მისი თავი"
სოც.მედია - 16:41, 04 Sep, 2015     13504
უკვე რამდენიმე დღეა Majlajuna Lu თავის დაკარგულ მეგობარს ეძებს:

"მე მეგობარი დავკარგე...ზღვამ, დიდმა წყალმა წამართვა მისი თავი. 7 წელი გავატარეთ ერთად, სულ ერთად, სულ ერთად დავდიოდით, აღმაც და დაღმაც, წინაც და უკანაც, დაბლაც და მაღლაც, სულ ერთად...
მაშინვე გავეკიდე საშველად ტირილით, მაგრამ ბნელოდა და წყალიც ისე იყო აბობოქრებული თვალიც ვერ მოვკარი საით წაიღო...ყველანი ვეძებდით, გამორიყავსო ალბათო მითხრეს. დიდხანს ვიდექი ფეხშიშველი და თვალცრემლიანი და ვერ ვიჯერებდი, მჯეროდა რომ დაბრუნდებოდა და არ მჯეროდა რომ წავიდა...
უამრავი რამ მქონდა თან და მერჩივნა ყველაფერი წაერთმია წყალს, ოღონდ ის არა...
მეორე დღესაც ვეძებე...მესამე დღესაც ვეძებე, იქნებ ნაომარი, გაბერილი, დაფლეთილი მაინც მენახა. იქნებ გაიგონა რო ვტიროდი არ წახვიდე თქო და ჩემთან დაბრუნების სურვილით გაძლიერებული მოეჭიდა რამეს, ან გაეჩხირა სადმე.
ტყუილად ეძებ ზღვამ წაიყვანაო მითხრეს. მაინც გეძებე, მჯეროდა რო არ წახვიდოდი ასე, ვბოდიალობდი სანაპიროზე და გეძებდი ყველგან, სადაც იყო შანსი რომ მეპოვე და სადაც არ იყო იქაც...
მაინცდამაინც იმ დღეებში გაიგიჟა თავი ზღვამ, არაფერი დატოვა, რაც გამორიყა მობრუნდა და ისიც თან წაიღო.
მაკლიხარ ნილსონ, რო იცოდე როგორ მაკლიხარ მხარზე, ფეხზე, ხელზე მოხვეული.
მერე ფოტო გამომიგზავნეს, მესამე დღეს, ვიღაცას უნახიხარ, ასე შემთხვევით იმ ღამეს, მარტო, მიგდებული, მიყუჟული და მაინც გადარჩენილი. ალბათ არც შენ გეგონა რო ვერ გიპოვიდი და მანდ მელოდებოდი, მე კიდე თავს ვერ ვპატიობ რომ მე არ ვიყავი ის ვიღაც ვინც გნახა, თავს ვერ ვპატიობ რომ სხვაგან გეძებე და შენ სხვაგან მელოდებოდი...საიდანღაც მივაგენი იმ ბიჭს ბოლო ფოტო ვინც გადაგიღო და ზუსტად გამოვკითხე სად ნახე მეთქი და ისევ ვეძებე...უკვე აღარ იყო. იმ ღამეს ვეებერთელა ტალღები იყო და წაგიყვანა ზღვამ თავისთან.
ეხლაც ცრემლიანი მაქვს თვალები.
შენ არ იყავი უბრალო სათამაშო და ეს იცი შენ.
როგორი ნაწილი ხარ ჩემი და იქნები ეგეც იცი შენ.
ხალხსაც უყვარდი და არც იმათთვის იყავი სათამაშო, იმიტომ რომ არ იყავი შენ სათამაშო...
მშვიდობით ნილსონ.
მაინც ვერ ვპატიობ თავს.
იმან თუ გიპოვა ბოლოს? იმან თუ გნახა შემთხვევით?
მე რატო გეძებე ამდენი იქ სადაც არ იყავი...
ბატონი ნილსონი ახლა ზღვას ყავს.
იმედი მაქვს პეპის მეზღვაურ მამას გადაეყრები სადმე, ზანგების მეფეს და თავის კუნძულზე წაგიყვანს
აი ბოლო ფოტო,ვიღაც უცნობმა ბიჭმა გადაგიღო, ეხლაც მეტირება, როგორ გაქვს შემოჭერილი ხელები, შეგცივდა ალბათ, დაიღალე, მელოდებოდი...
შეშინებულის არაფერი გეტყობა, ალბათ დარწმუნებული იყავი რომ გიპოვიდი"





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42