დიპლომატიური მესიჯები კონსოლიდირებული უნდა იყოს - პრეზიდენტმა ელჩებს სიტყვით მიმართა
პოლიტიკა - 15:22, 04 Sep, 2015     1256
საქართველოს პრეზიდენტი „ამბასადორიალი 2015“- ის ღონისძიებას დაესწრო. გიორგი მარგველაშვილმა ღონისძიების მონაწილეებს სიტყვით მიმართა და ყურადღება ორმხრივი და მრავალმხრივი საერთაშორისო თანამშრომლობის გაღრმავებასა და განვითარებაზე, ჩვენი ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობისა და დეოკუპაციის პრობლემებზე და საერთაშორისო არენაზე საქართველოს კიდევ უფრო ღირსეულად წარმოჩენაზე გაამახვილა.

საქართველოს პრეზიდენტის განცხადებით, საქართვლოს მსგავსი ქვეყნისათვის დიპლომატიური მესიჯების ერთიანობა და კონსოლიდირება მნიშვნელოვან ფონს ქმნის ქვეყნისათვის მნიშვნელოვანი დიპლომატიური თემების გადაწყვეტისას, მიუხედავად იმისა, რომელ გეოპოლიტიკურ ნაწილში ფუნქციონირებს საქართველოს საელჩო. ამ მესიჯებში მნიშვნელოვანია საქართველოს გეოპოლიტიკური და რეგიონალური როლის ხაზგასმა.

„ჩვენი ქვეყანა მართლაც შედგა და აღრმავებს თავის ნაბიჯებს როგორც რეგიონალური ჰაბი - კავშირი აზიასა და ევროპას შორის, კავშირი კასპიის ზღვასა და შავ ზღვას შორის. ჩვენ ამ სპეციფიკას მუდმივად ვუსვამდით ხაზს. განსაკუთრებით ბოლო პერიოდში, ხაზს ვუსვამთ რეგიონულ კონტექსტში, საქართველოს როლს, როგორც შავი ზღვის ქვეყნის როლს.

2014 წლის მოვლენებიდან გამომდინარე, შავმა ზღვამ სხვა სტატუსი და დატვირთვა შეიძინა და ჩვენ მისი როლი, ეკონომიკური თანამშრომლობის თვალსაზრისიდან გამომდინარეც კიდევ უფრო უნდა გავაღრმავოთ“, -აღნიშნა საქართველოს პრეზიდენტმა.

გიორგი მარგველაშვილის განცხადებით, საქართველო ასევე აქცენტს აკეთებს იმ კუთხით, რომელსაც ვავითარებთ კასპიის მიმართულებით.

"მომავალი მნიშვნელოვანი საერთაშორისო პოლიტიკური ფორმატებისთვის საქართველოს საგარეო პოლიტიკური კურსის კონცენტრირებაზე ვისაუბრეთ.

ჩვენ გვაქვს ძალიან ნათელი საგარეო პოლიტიკური კურსი, მაგრამ ამ მნიშვნეოვანი დღის წესრიგის მოვლენები, ეროგორიცაა ვიზალიბერალიზაციის პროცესი, ნატო-ს მომავალი სამიტი, საქართველოში EUMM-ის მისიის გაგრძელება“-აღნიშნა პრეზიდენტმა.

საქართველოს პრეზიდენტის გამოსვლის შემდეგ, საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობების ხელმძღვანელებმა მას კითხვებით მიმართეს. შეხვედრა დისკუსიის რეჟიმში გაგრძელდა.

შეხვედრისას კითხვები საქართველოს სტაბილურობის, უსაფრთხოების, მისი გეოპოლიტიკური როლის და განსაკუთრებით, საქართველოს, როგორც რეგიონალური ჰაბის როლის განმტკიცების საკითხებს შეეხო.

ამბასადორიალს ესწრებოდნენ საქართველოს პრეზიდენტის ადინისტრაციის უფროსი დავით პატარაია, მრჩევლები საგარეო ურთიერთობების საკითხებში თენგიზ ფხალაძე და ეკონომიკურ საკითხებში გიორგი აბაშიშვილი. ასევე უშიშროების საბჭოს მდივანი ირინე იმერლიშვილი.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42