პრემიერი „იმედზე“ თოქ-შოუების დახურვასთან დაკავშირებით ვრცელი კომენტარის გაკეთებისგან თავს იკავებს.
მისი თქმით, ასეთ გადაწყვეტილებებს ტელევიზიის ხელმძღვანელები იღებენ და ამაზე პრემიერ-მინისტრი კომენტარს ვერ გააკეთებს.
ირაკლი ღარიბაშვილმა ქვეყანაში მედიის თავისუფლებაზე ისაუბრა და აღნიშნა, სამი წლის განმავლობაში ჟურნალისტებზე არავითარი ზეწოლა არ განხორციელებულა.
„ავიღოთ თუნდაც ის ფაქტი, რომ ჟურნალისტები ნებისმიერ კრიტიკულ კითხვას გვისვამთ მთავრობის წარმომადგენლებს და ამ სამი წლის განმავლობაში ამაზე არავითარი ზეწოლა არ ყოფილა მთავრობის მხრიდან. ეს არის აღიარება და ამას შესაბამისი დაფასება სჭირდება. თუ რომელიმე თოქ-შოუ დაიხურა, ეს არის კონკრეტული ტელევიზიის ხელმძღვანელის გადაწყვეტილება და მე არ ვაპირებ ამაზე კომენტარს. თუმცა საჭიროა უფრო მეტი სიცხადე და გამჭვირვალობა. ეს უნდა მოკითხოთ ტელევიზიის ხელმძღვანელობას", - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.
მასალის გამოყენების პირობები






