„როგორც ჩანს ასეთი შეხედულება აქვთ ჩემზე და ეს მათი ნებაა“- გამგებელი სუფსის მოსახლეობის ბრალდებებს პასუხობს
პოლიტიკა - 13:52, 04 Sep, 2015     1165
ლანჩხუთში, სუფსის მოსახლეობის ბრალდებებს, რომლის მიხედვითაც რაიონის მაჟორიტარ დეპუტატს უყურადღებობაში ადანაშაულებენ, თემურ ჩხაიძე „გურიის მოამბესთან“ კომენტარს აკეთებს.

მისი განცხადებით, პრობლემა ისე უნდა მოგვარდეს, რომ ამით არც ხალხი დაზარალდეს და არც სახელმწიფო:

„მე მათ ნამდვილად შევხვდი და ვუთხარი, რომ შევეცდები ყველაფერი ისე გადაწყდეს, რომ ხალხი კმაყოფილი იყოსთქო, ამას არ უარვყოფ. რაც შეეხება პრობლემას, ახლა ყველა შვებულებაში ვიმყოფებით, როგორც კი შევიკრიბებით, თავიდან განვიხილავთ ამ საკითხს, ყველაფერი ისე უნდა გაკეთდეს, რომ არც ხალხი დაზარალდეს და არც სახელმწიფო, ვიცით, რომ ამ ეტაპზე ავტობანის მშენებლობა შეჩერებულია. თუ მოსახლეობის სურვილი იქნება, მე მათ კიდევ ერთხელ შევხვდები და გავესაუბრები", - განაცხადა ლანჩხუთის მაჟორიტარმა დეპუტატმა თემურ ჩხაიძემ.

რაც შეეხება ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის გამგებელს, ზაზა ურუშაძეს, აცხადებს, რომ ის, როგორც სუფსაში მცხოვრები, არჩეული გამგებელი, საკუთარ ხალხის წინაშე გარკვეულ პასუხისმგებლობას გრძნობს. მისივე განმარტებით, მიუხედავად იმისა, რომ ეს საკითხი სცდება ადგილობრივი ხელისუფლების პრეროგატივას, ყოველთვის მოსახლეობის გვერდით იქნება და ეს მარტო ამ საკითხს არ შეეხება:

„პირადად ჩემი ინიციატივით გზების დეპარტამენტის წარმომადგენლები შეხვდნენ სუფსის მაცხოვრებლებს, სწორედ აგვისტოს დასაწყისში შევხვდი რეგონული განვითარების მინისტრს და ვთხოვე, რომ შეხვედრა კიდევ ერთხელ შემდგარიყო, რის შემდეგაც, 21 აგვისტოს გზების დეპარტამენტის წარმომადგენლები კიდევ ერთხელ ჩამოვიდნენ და სუფსის მოსახლეობასთან შეხვედრა გამართეს. მინდა განვაცხადო, რომ ვითვალისწინებ ჩემი ამომრჩევლის ინტერესებს და ყოველთვის მათ დახმარებას ვცდილობ,“ - განაცხადა ურუშაძემ.

ამას გარდა მან აღნიშნა, რომ დღეს, ქვეყანაში დემოკრატიაა და ადამიანებს სრული უფლება აქვთ როგორიც სურს, ისეთი შეხედულება ჰქონდეთ მასზე:

„დემოკრატიისა და სიტყვის თავისუფლების პირობებში ყველას აქვს შეხედულების დაფიქსირების უფლება, მათ შორის ევგენიძეს, როგორც ჩანს მას ასეთი შეხედულება აქვს ჩემზე და ეს მისი ნებაა“ - დასძინა ზაზა ურუშაძემ.

შეგახსენებთ, რომ სუფსის მოსახლეობამ, რომლის საკარმიდამო ნაკვეთზე „წითელი-ხიდი სარფის“ ავტობანის ჯაპანა-გრიგოლეთის მონაკვეთი გადის პრესკონფერენცია გამართა და ადგილობრივი ხელისუფლება უყურადღებობაში დაადანაშაულა. ასევე, მათ გამგებელს, ზაზა ურუშაძეს მატყუარა უწოდეს.


თეა იოსელიანი - გურია





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42