სახეზეა ჩიხური სიტუაცია, საჭიროა სამმანდატიანი ოლქები - ჯაფარიძე საარჩევნო სისტემაზე
პოლიტიკა - 11:57, 04 Sep, 2015     1665
"ახალი პოლიტიკური ცენტრი" საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით პოლიტიკურ პარტიებს ახალ ინიციატივას სთავაზობს. ზურაბ ჯაფარიძის განცხადებით, საჭიროა ყველა პოლიტიკურმა პარტიამ დაიწყოს მსჯელობა სამმანდატიან საარჩევნო ოლქებზე, რაც მისივე განმარტებით, ხმის თანასწორების პრინციპის უზრუნველყოფას მოახდენს.
როგორც ჯაფარიძე ამბობს, საარჩევნო სისტემის არსებული სახით შენარჩუნება ნიშნავს იმას, რომ ხელისუფლება მაჟორიტარული მანდატების სრულად ათვისებას გეგმავს.

"ახალი პოლიტიკური ცენტრი" ყველა პოლიტიკურ პარტიას სამმანდატიან საარჩვნო ოლექბთან დაკაშირებით მსჯელობის დაწყებას სთავაზობს.

"გუშინ, 3 სექტემბერს, ქართული ოცნების დეპუტატებმა საქართველოს პარლამენტში დაარეგისტრირეს საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტი საარჩევნო სისტემის შესახებ. აღნიშნული ინიციატივით საზოგადოებისთვის ცხადი გახდა, რომ ქართული ოცნება მზად არის გადავიდეს პროპორციულ საარჩევნო მოდელზე მხოლოდ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის.

ეს ნიშნავს რომ ხელისუფლება არ აპირებს რეალური ცვლილებების გატარებას არსებულ საარჩევნო სისტემაში და 2016 წლის საპარლამენტო არჩევნები ჩატარდება ისევ ძველი ერთმანდატიანი მაჟორიტარული ოლქების მოდელით, რომელსაც ქართულ ოცნებაში შემავალი ყველაპარტია წლების განმავლობაში მოიხსენიებდა ‘ხელისუფლებაზე მორგებულ’ მოდელად. ეს ასევე ნიშნავს რომ ქართულ ოცნებას უნდა ჰქონდეს გარანტირებული გამარჯვება უკლებლივ ყველა ერთმანდატიან მაჟორიტარულ ოლქში და წინასწარ გამოიწეროს73 საპარლამენტო მანდატი.

მეორე მხრივ, ნაციონალური მოძრაობა და არასაპარლამენტო ოპოზიცია სთავაზობს ხელისუფლებას ახლავე გადავიდეთ სრულად პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე, რასაც სჭირდება საკონსტიტუციო ცვლილებები და ყველასთვის ცხადია, რომ ასეთ ცვლილებებს საპარლამენტო უმრავლესობა მხარს არ დაუჭერს.

აღსანიშნავია, რომ საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ, მაისში მიღებული გადაწყვეტილებით, გააუქმა ერთმანდატიანი მაჟორიტარული საარჩევნო ოლქები დახელისუფლებას დაავალა ამ საარჩევნო მოდელის გადასინჯვა.

რეალურად სახეზეა ჩიხური სიტუაცია.

ახალი პოლიტიკური ცენტრი სთავაზობს ყველა საპარლამენტო და არასაპარლამენტო პოლიტიკურ პარტიას, ისევე როგორც საარჩევნო საკითხებზე მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციებს, გავხსნათ დისკუსია მაჟორიტარული მანდატების განაწილების წესთან დაკავშირებით. ჩვენ გვაქვს შემუშავებული სამმანდატიან მაჟორიტარულ ოლქებად დაყოფაზე დაფუძნებული საარჩევნო სისტემის მოდელი, რომელიც ერთი მხრივ დღევანდელ მოდელთან შედარებით უზრუნველჰყოფს საარჩევნო ხმის თანასწორობის პრინციპს, როგორც ამას ურჩევენ საქართველოს ავტორიტეტული საერთაშორისო ინსტიტუტები, ხოლო მეორე მხრივ არ მისცემს გამარჯვებულ პარტიას შესაძლებლობას დაისაკუთროს მაჟორიტარული მანდატების 2/3-ზე მეტი, რაც შესაბამისად, და სამართლიანად, გაზრდის ოპოზიციური პარტიების მაჟორიტარულ წარმომადგენლობას საქართველოს პარლამენტში,"- განაცხადა ზურაბ ჯაფარიძემ.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42