"შინაპატიმრობა უნდა ამოქმედდეს 2015 წლის სექტემბრიდან. აქედან გამომდინარე, დავადგინეთ კომპანია, რომელიც აწარმოებს და 30 ქვეყანაში ამუშავებს ელექტრონულ სამაჯურებს შინაპატიმრობის უზრუნველსაყოფად. უკვე გვქონდა მასთან მოლაპარაკებები. აღნიშნული საკანონმდებლო ნორმის უზრუნველყოფის მიზნით თავდაპირველად ვგეგმავთ შევიძინოთ 200 ერთეული შესაბამისი სამაჯური თავისი სერვერებით და მომსახურებით. ეს იქნება ახალი ეტაპი მართლმსაჯულების სფეეროში, რადგან მსგავსი მექანიზმი პირველია რეგიონში. სამაჯურების დამკვიდრება მნიშვნელოვნად შეამცირებს შემდგომში პატიმრების რაოდენობას. ჩვენ გთხოვთ, რომ მოგვცეთ უფლება შევიძინოთ 200 ერთეული, შინა პატიმრობისთვის შესაბამისი სამაჯური თავისი სერვერებით, ეს ჯდება 520 ათასი დოლარი. ჩვენ პირველ ეტაპზე დავიწყებთ ამას არასრულწლოვნებისთვის, შემდგომში როცა სერვერს შევიძენთ გამოვიყენებთ სხვებისთვის"- განაცხადა კახიშვილმა.
მასალის გამოყენების პირობები






