აფხაზეთის ა/რ უმაღლესი საბჭოს საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტის სპეციალური განცხადება
პოლიტიკა - 19:06, 03 Sep, 2015     1678

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტი ოკუპირებულ აფხაზეთში თურქეთის წარმომადგენელთა ვიზიტთან დაკავშირებით სპეციალურ განცხადებას ავრცელებს:


"აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭო შეშფოთებულია საქართველოს ძირძველ კუთხეში, ოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორიაზე თურქეთის ქოჯაელის ოლქის გუბერნატორის იბრაჰიმ კარაოსმანოღლუსა და ქალაქ იზმითის მერის ნევზათ დოგანის ხელმძღვანელობით მ.წ. სექტემბერში საქართველოს საზღვრის უკანონო გადაკვეთით განხორციელებული თურქული მხარის დელეგაციის ვიზიტით.

ჩვენს გაკვირვებას იწვევს საქართველოსა და თურქეთის რესპუბლიკებს შორის ბოლო პერიოდში გააქტიურებული პოლიტიკური და კულტურულ-ეკონომიკური ურთიერთობების ფონზე ორმაგი სტანდარტის ნიშნების შემცველი პოლიტიკური ინსინუაციები, რაც ჩვენი ღრმა რწმენით ხელს არ შეუწყობს ორი ქვეყნის - საქართველოსა და თურქეთის კეთილმეზობლური ურთიერთობების შემდგომ გაღრმავებას.

ცხადია, რომ ეს არ არის სპონტანურად ორგანიზებული ღონისძიება, ვინაიდან ამ ვიზიტის პარალელურად თურქეთში ეთნიკური აფხაზებით დასახლებულ ერთ-ერთ რეგიონში ვიზიტით იმყოფება რუსეთის ე.წ. ელჩი აფხაზეთში სემიონ გრიგორიევი.

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტი დარწმუნებულია, რომ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო შესაბამის რეაგირებას მოახდენს აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით.," - ნათქვამია განცხადებაში.

წყარო: აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭო





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42