"თუ უსუფაშვილს აინტერესებს, ავუხსნი რატომ ვფიქრობ, რომ პოლიტიკური დავალება შესრულდა"
სოც.მედია - 18:25, 03 Sep, 2015     3425
ჟურნალისტი ინგა გრიგოლია ტელეკომპანია „იმედზე“ გადაცემების დახურვასთან დაკავშირებით პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებას სოციალური ქსელში ეხმაურება.

„ყურადღებით მოვუსმინე, გამიკვირდა, რომ პოლიტიკურ გადაწყვეტილებას ვერ ხედავს. მეტს აღარაფერს დავწერ. არ მიმაჩნია ნორმალურად, ყოველ დილა-საღამოს ვწერო და ვამტკიცო, იყო თუ არა ჩემი დახურვა პოლიტიკური. არ მიმაჩნია ნორმალურად, დავდგე და ვიძახო, როგორ გაბედეს ჩემი დახურვათქო. არხი კერძოა და თავის გადაწყვეტილებებში თავისუფალია. მე ჩემს საქმეს გავაგრძელებ, სხვათა შორის, ძალიან დიდი ინტერესია საელჩოების მხრიდან, არასამთავრობოებისგან. ყველა შეხვედრაზე მივალ და ყველას შევხვდები ამ თემაზე, ვისაც აინტერესებს, რა როგორ მოხდა. ასევე, თუ ბ-ნ პარლამენტის თავმჯდომარეს დააინტერესებს, ავუხსნი, რატომ ვფიქრობ რომ პოლიტიკური დავალება შესრულდა... ყოველთვის, როცა მსგავსი ამბავი ხდებოდა ჩემს ცხოვრებაში, ერთ კვირაზე მეტად, არ გაგრძელებულა ჩემი დარდი.... ეგრევე ახალ პროექტებზე და გზებზე ვიწყებდი ფიქრს.... ახლაც იგივეს ვაპირებ. რაც მოხდა, უკვე წარსულია... მე კი დღეიდან სამომავლო გეგმებზე გადავედი“, - წერს გრიგოლია.

პარლამენტის თავმჯდომარის თქმით წინასაარჩევნოდ მსგავსი გადაცემები კი არ უნდა მცირდებოდეს, პირიქით მათი რიცხვი უნდა მატულობდეს.

„მე მინდა ვისურვო, რომ ყველა ტელეკომპანიამ დამოუკიდებლად გადაწყვიტოს თავისი პოლიტიკა, არ ჰკითხოს არავის, როცა რაიმე თოქ-შოუს ხსნის და არ ჰკითხოს არავის, როდესაც რაიმე თოქ-შოუს ხურავს. არ მიიღოს არანაირი რჩევები და რეკომენდაციები, რომელი ჟურნალისტი აიყვანოს სამსახურში, ან რომელ ჟურნალისტთან გაწყვიტოს კონტრაქტი“, - განაცხადა უსუფაშვილმა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42