„როგორც მოგეხსენებათ, დღეს საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელმა ეროვნულმა კომისიამ მიიღო გადაწყვეტილება თბილისში ელექტროენერგიის ტარიფის კორექტირებასთან დაკავშირებით.
თბილისსა და რეგიონებში ელექტროენერგიის გადასახადი მოსახლეობისათვის თითქმის გათანაბრდა და თბილისის მერია მზად არის შესაბამისი ზომების გასატარებლად.
იმისთვის, რათა ჩვენს სოციალურად დაუცველ მოქალაქეებს ახალი ტარიფი მძიმე ტვირთად არ დააწვეთ, მათთვის განხორციელდება ელექტროენერგიის გაზრდილი დანახარჯის სუბსიდირება“, - განაცხადა თბილისის მერის მოადგილემ, ირაკლი ლექვინაძემ.
როგორც ცნობილია თბილისის მოსახლეობისთვის ელექტროენერგიის გადასახადი გაიზარდა. სემეკ-ის გადაწყვეტილებით, ელექტროენერგიის შესყიდვის ფასი, რომელიც 5.480 თ/კვტსთ 11.173 თ/კვტსთ გახდა. შესაბამისადდედაქალაქში სამომხმარებლო ტარიფმა მოიმატა.
სემეკ-ის გადაწყვეტილები, დღგ-ს გარეშე, 101 კვტსთ-ის ჩათვლით დენის ფასი, 8.034 თეთრი/კვტსთ ნაცვლად, იქნება 11.000 თ/კვტსთ; 101 კვტსთ-დან 301 კვტსთ-ის ჩათვლით, 10.56 თეთრი/კვტსთ ნაცვლად, ფასი იქნება 14.400 თ/კვტსთ; 301 კვტსთ-დან და მეტი - 14.998 თეთრი/კვტსთ ნაცვლად, 18.200 თ/კვტსთ.
მასალის გამოყენების პირობები






