თვითმმართველობის რეფორმა, თვითმმართველი ქალაქების გარეშე - ექსპერტი კანონის ხარვეზებზე საუბრობს
პოლიტიკა - 16:26, 03 Sep, 2015     1074
ექსპერტი ლევან ალაფიშვილი თვითმმართველობის რეფორმის ხარვეზების შესახებ სოციალურ ქსელში წერს. როგორც ალაფიშვილი აცხადებს თვითმმართველი ქალაქები პარლამენტს მუნიციპალიტეტების ადმინისტრაციულ ცენტრებად აქვს გამოცხადებული. ექსპერტის აზრით კი ხარვეზი სწორედ ამ საკითხშია, თვითმმართველი ქალაქი არის მუნიციპალიტეტი, დამოუკიდებელი საჯარო სამართლის იურიდიული პირი, რომელსაც აქვს საკუთარი საზღვრები, საკუთარი ბიუჯეტი, საკუთარი ქონება, საკუთარი ორგანოები და იურისდიქცია თავის ტერიტორიაზე და ის არ შეიძლება იყოს იყოს ადმინისტრაციული ცენტრი ანუ ქალაქი რომელსაც არ აქვს დამოუკიდებლობის არც ერთი რეკვიზიტი და რომელიც არ არის თვითმმართველი თემის ტერიტორიის ნაწილი.

„თვითმმართველობის რეფორმა დავიწყეთ (ეს კარგია, მაგრამ არა საკმარისი), ახალი თვითმმართველი ქალაქებიც შეიქმნა და ... ეხლაღა აღმოვაჩინე, რომ ეს თვითმმართველი ქალაქები სულაც არ ყოფილან თვითმმართველები – თემების ადმინისტრაციულ ცენტრებად გამოუცხადებია პარლამენტს გასული წლის აპრილში "მუნიციპალიტეტების გაყოფისა და თვითმმართველი თემების − მუნიციპალიტეტების შექმნის შესახებ" #2205 დადგენილებით.

ამბროლაურის თემის ადმინისტრაციული ცენტრად დაადგინეს თვითმმართველი ქალაქი ამბროლაური, ახალციხის თემის ადმინისტრაციულ ცენტრად – თვითმმართველი ქალაქი ახალციხე ...

მაშინ როცა თვითმმართველი ქალაქი არის მუნიციპალიტეტი, დამოუკიდებელი საჯარო სამართლის იურიდიული პირი, რომელსაც აქვს საკუთარი საზღვრები, საკუთარი ბიუჯეტი, საკუთარი ქონება, საკუთარი ორგანოები და იურისდიქცია თავის ტერიტორიაზე, რამდენად შეიძლება ეს დამოუკიდებელი მუნიციპალიტეტი იყოს ადმინისტრაციული ცენტრი ანუ ქალაქი რომელსაც არ აქვს დამოუკიდებლობის არც ერთი რეკვიზიტი და რომელიც არ არის თვითმმართველი თემის ტერიტორიის ნაწილი? რა ვიცი, დავიჯერო განსხვავება ვერავინ დაინახა ან მე სხვაგვარად ვკითხულობ?

კიდევ ის აღმოვაჩინე, რომ ქურთისა და ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტებს ადმინისტრაციული ცენტრი არ აქვს, საჯარო რეესტრის მონაცემებით ასეა, და ... რა ვიცი, რა ვიცი ...“- წერს ლევან ალაფიშვილი.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42