თუ ლარის კურსი არ დაიწევს ელექტროენერგიის ტარიფი კიდევ მოიმატებს - გურამ ჩალაგაშვილი
პოლიტიკა - 16:04, 03 Sep, 2015     1801
ენრეგეტიკის მარეგულირებელი კომისიის (სემეკის) ყოფილი თავმჯდომარე - ექსპერტი გურამ ჩალაგაშვილი „ნიუპოსტთან“ თბილისში დენის საშუალო საფასურის 3 თეთრით გაძვირებას აფასებს.

ექსპერტი სემეკ-ის დღევანდელი გადაწყვეტილებას „სამწუხარო გარდაუალობას“ უწოდებს.

„თქვენთან კომენტარში მე ადრეც ვთქვი, რომ დენის ტარიფი მოიმატებდა და სამწუხაროდ ასეც მოხდა. 4,53 თეთრიანი ზრდა არის ის აუცილებელი ნაბიჯი, რომელიც საჭიროა კომპოანიის მუშაობისთვის. თუ ლარის კურსი არ დაიწევს ან არ გაჩერდება იმ ნიშნულზე, რა ნიშნულზეც დღეს არის, სამწუხაროდ კვლავ უნდა ველოდოთ ელექტროენერგიის ტარიფის მომატებას“, - განუცხადა ჩალაგაშვილმა „ნიუპოსტს“.

მისი განცხადებით, ელექტროენერგიის ტარიფის გაძვირება თბილისის მოსახლეობის 90%-ს ძალიან მძიმე ტვირთად დააწვება.

„ადამიანებს, ტარიფი ჰქონდათ 16 თეთრი, ასეთია მოსახლეობის 90%, ამიტომ დღეს იმის თქმა რომ ტარიფმა მოიმატა უმნიშვნელოდ -3 თეთრით, არის არასწორი. ისიც არ იქნება მყარი არგუმენტი, რომ თქვან თავის დროზე სამი თეთრი დააკლეს საფასურს იმ მომხმარებელთათვის, რომლებიც მხოლოდ 100 კილოვატამდე ელექტროენერგიას მოიხმარდნენ. მოსახლეობის უმრავლესობა, ჩვენ ყველანი, ვიყავით 100 კილოვატზე მეტის მომხმარებლები, ეს ნიშნავს იმას რომ ტარიფი ჩვენთვის არასდროს ყოფილა შემცირებული და შესაბამისად ადამიანებს, რომლებიც იხდიდნენ 17 თეთრამდე ტარიფს მოუწევთ 21 თეთრის გადახდა. რაც ძალიან მძიმედ აისახება თითოეულ ოჯახზე. მით უფრო იმ პირპბებში, როცა არ იზრდება ხელფასები, არ არის წინსვლა, როდესაც ყველას გაუძვირდა კრედიტი, გაძვირდა კვების პროდუქტები“,- აღიშნა ექსპერტმა.

ჩალაგაშვილის პროგნოზით, ტარიფის ზრდა იმ პროპდუქტებზე ფასების ზრდას გამოიწვევს, რომელი საწარმოები და კომპანიები დენზეა დამოკიდებული.

ექსპერტმა ამ ეტაპზე თბილისში ელექტოენერგიაზე გრაფიკის დაწესება გამორიცხა, თუმცარეგიონის მაცხოვრებელთა შემთხვევაში - „ენერგო პრო ჯორჯიას“ მომხმარებელთათვის ჩალაგაშვილი დამაიმედებელ პროგნოზს ვერ აკეთებს არ აქვს.

„ენერგო-პროს ტარიფი გაიზარდა მხოლოდ 4 თეთრით მაშინ როდესაც კომპანიის ხარჯი არის გაცილებით მეტი, ვიდრე თელასის“, - დასძინა მან.

„ნიუპოსტის" კითხვაზე დადგება თუ არა სუბსიდირების საკითხი, ექსპერტმა განმარტა, რომ ეს პოლიტიკურ ნებაზეა დამოკიდებული.

ჩალაგაშვილის ვარაუდით, მთავრობა მხოლოდ სოციალურად დაუცველ მოსახლეობას დააფინანსებს.

„4, 53 თეთრი არის ძალიან ბევრი, ვინაიდან დაახლოებით 10 მილიარდი კილოვატ საათი არის ყოველთვიური მოხმარება ელექტროენერგიის, ეს რიცხვი რომ გავამრავლოთ 4 თეთრზე, ვნახავთ რამდენ მილიონზე გადის ეს ყველააფერი. დღეს, როდესაც სახელმწიფოს მოუწია მოეხდინა ბიუჯეტის სეკვესტრი -ვერ შეძლო ბიუჯეტის შესრულება, დამატებით ასეულობით მილიონის გადახდა მისთვის ძალიან რთული იქნება“,- აღნიშნა ენრეგეტიკის მარეგულირებელი კომისიის ყოფილმა თავმჯდომარემ.

სემეკ-ის დღევანდელი გადაწყვეტილებით, თბილისის მოსახლეობისთვის ელექტროენერგიის გადასახადი 3-4 თეთრით გაიზარდა.

ელექტროენერგიის შესყიდვის ფასი, რომელიც 5.480 თ/კვტსთ 11.173 თ/კვტსთ გახდა. შესაბამისადდედაქალაქში სამომხმარებლო ტარიფმა მოიმატა.

სემეკ-ის გადაწყვეტილები, დღგ-ს გარეშე, 101 კვტსთ-ის ჩათვლით დენის ფასი, 8.034 თეთრი/კვტსთ ნაცვლად, იქნება 11.000 თ/კვტსთ; 101 კვტსთ-დან 301 კვტსთ-ის ჩათვლით, 10.56 თეთრი/კვტსთ ნაცვლად, ფასი იქნება 14.400 თ/კვტსთ; 301 კვტსთ-დან და მეტი - 14.998 თეთრი/კვტსთ ნაცვლად, 18.200 თ/კვტსთ.

შეგახსენებთ, რომ ახალი ტარიფის დადგენის მიზნით, "თელასმა" კომისიას მიმდინარე წლის 23 ივლისს მიმართა.

კომპანიამ სატარიფო განაცხადის წარდგენის მთავარ საფუძვლად აშშ დოლართან მიმართებაში ეროვნული ვალუტის გაცვლითი კურსის არსებითი ცვლილება, შესასყიდი ელექტროენერგიის გაზრდილი ფასი და ელექტროენერგიის გადაცემის ტარიფის ზრდა დაასახელა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42