პრემიერ-მინისტრმა და შს მინისტრმა ახალი ნავმისადგომი გახსნეს
პოლიტიკა - 15:33, 03 Sep, 2015     838

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, შს მინისტრმა გიორგი მღებრიშვილმა, შს მინისტრის მოადგილემ, სასაზღვრო პოლიციის უფროსის მოვალეობის შემსრულებელმა ზურაბ გამეზარდაშვილმა და აშშ-ს ელჩის მოვალეობის შემსრულებელმა ნიკოლას ბერლინელმა ბათუმში სასაზღვრო პოლიციის სანაპირო დაცვის დეპარტამენტის მცურავი საშუალებების ბაზირების პუნქტის თანამედროვე ნავმისადგომი საზეიმოდ გახსნეს.

თანამედროვე სტანდარტების სტრატეგიული ობიექტი – ახალი ნავმისადგომი, რომელიც აშშ-ს საელჩოს მხარდაჭერით აშენდა, მიზნად ისახავს სანაპირო დაცვის შესაძლებლობებისა და ქვეყნის საზღვაო უსაფრთხოების გაძლიერებას. ნავმისადგომი აღჭურვილია თანამედროვე ტექნიკით და სრულიად შეესაბამება საერთაშორისო სტანდარტებს. სანაპირო დაცვის ეფექტურობის გაზრდის მიზნით, ამერიკული მხარის დაფინანსებით განხორციელდა სასაზღვრო პოლიციის საპატრულო კატარღა „P-103“-ის სრული მოდერნიზება, რომელსაც დღევანდელ ღონისძიებაზე მიენიჭა სახელი „ბათუმი“.

გახსნის ცერემონიაზე დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართეს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, აშშ-ს ელჩის მოვალეობის შემსრულებელმა ნიკოლას ბერლინერმა, შინაგან საქმეთა მინისტრმა გიორგი მღებრიშვილმა, შს მინისტრის მოადგილემ, სასაზღვრო პოლიციის უფროსის მოვალეობის შემსრულებელმა ზურაბ გამეზარდაშვილმა და აშშ-ს თავდაცვის დეპარტამენტის და თავდაცვის საფრთხის შემცირების სააგენტოს (DTRA) დირექტორის მოადგილე ჯონ ჰორნერმა.

გახსნის ცერემონიას ასევე ესწრებოდნენ საქართველოს აღმასრულებელი, საკანონმდებლო და სასამართლო ხელისუფლების, ასევე, დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები.

ღონისძიების დასასრულს, შს მინისტრ გიორგი მღებრიშვილის ბრძანებით, აშშ-ს თავდაცვის დეპარტამენტის და თავდაცვის საფრთხის შემცირების სააგენტოს (DTRA) დირექტორის მოადგილე ჯონ ჰორნერი დაჯილდოვდა საქართველოს შს სამინისტროს I ხარისხის მედლით „განსაკუთრებული დამსახურებისათვის“, ხოლო შს სამინისტროს მედალიონით „განსაკუთრებული დამსახურებისათვის“ დაჯილდოვდნენ: აშშ-ს თავდაცვის დეპარტამენტის და თავდაცვის საფრთხის შემცირების სააგენტოს (DTRA) პარტნიორობის დამყარების სამმართველოს უფროსი დონ ბრაუნი, ამავე სამმართველოს პროექტის მენეჯერი ელიზაბეტ დუფრეინი, აშშ-ს თავდაცვის დეპარტამენტის და თავდაცვის საფრთხის შემცირების სააგენტოს (DTRA) ევრაზიის ოფისის უფროსის მოადგილე, ვიცე-პოლკოვნიკი კრის ფლოიდი და აშშ-ს თავდაცვის დეპარტამენტის და თავდაცვის საფრთხის შემცირების სააგენტოს (DTRA) ევრაზიის ოფისის პროგრამების კოორდინატორი პაატა ენუქიძე.

ღონისძიების დასრულების შემდეგ სტუმრებმა ახალი ნავმისადგომი დაათვალიერეს და ახალი საპატრულო კატარღით ზღვაში გაისეირნეს.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42