,,ევრაზიულის” სამი გაგება გვაქვს: გეოგრაფიული, პუტინისეული და ყმის ლაქუცი“ - მალხაზ პატარაია
სოც.მედია - 13:57, 03 Sep, 2015     1068
საგარეო საქმეთა ახლად დანიშნული მინისტრის გიორგი კვირიკაშვილის განცხადებას ,,ევრაზიულ კონტიტენთან“ უერთიერთობების შესახებ, რომელსაც პოლიტიკურ წრეებში აზრთასხვადასხვაობა და კრიტიკა მოჰყვა, სოციალურ ქსელში ეხმაურება მოძრაობა ,,დაბრუნების“ ლიდერი მალხაზ პატარაია.

,,დადგება ეხლა დიდი რიგი უსინდისო ჩინიანთა თუ უჩინოთა, მარჩენალის ხელის ბიჭების თუ გოგოების, პირზე დუჟმორეული თუ ფილოსოფიური სახით, ცინიკურად თუ სარკასტულად. დაგვიწყებენ მენტორულად დამოძღვრას: ,,ევრაზია“ ესა და ისაა, თქვენ რომ გგონიათ ის არა, ჩაიხედეთ სკოლის წიგნებში, ნახეთ გლობუსი და ა.შ. და მისთ.

დღეს ,,ევრაზიას“ სამი გაგება აქვს გეოგრაფიული, რომელიც სახელმძღვანელოებსა და ცნობარებს არ სცდება, პუტინისეული, როგორც იმპერიული ოცნება და სარქისიანისეული, როგორც ყმის ლაქუცი.

ყველა სხვა შემთხვევაში ყველაფერი: პოლიტიკა, ეკონომიკა, კულტურა, რელიგია და გნებავთ, სპორტიც ცალ-ცალკე, ევროპისა და აზიის კონტექსტში იხმარება. დღეს არავინ არ იტყვის, გარდა ზემოთაღნიშნული ლაქიებისა, რომ ჩინეთი ევრაზიაა, ინდოეთი ან არაბული სამყარო გეოგრაფიულადაც კი.

საგარეო მინისტრ კვირიკაშვილის საპრეზენტაციო განცხადება ამ სამთაგან ბოლოა საშინაოდ და საგარეოდ თქმული. საშინაოდ-,,ბაბაიას“ სარეველის გასაბევრებლად, საგარეოდ კი-მოყვრის მოსამდურებლად და მტრისადმი ,,ფიცის წიგნად“. ხვალ ესენი საქართველოზეც იტყვიან ,,ევრაზიას“, თუ ვაცალეთ“ - წერს პატარაია.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42