ოჯახი საბერძნეთში დაკარგულ როლანდ ჯინჭარაძეს ეძებს
პოლიტიკა - 12:21, 03 Sep, 2015     888
ჯინჭარაძეების ოჯახი საბერძნეთში დაკავებულ 25 წლის შვილს ეძებს. როლანდ ჯინჭარაძე სამი წლის წინ საბერძნეთში საზღვრის უკანონო გადაკვეთისთვის დააკავეს. მას საპატიმრო 2 კვირაში უნდა დაეტოვებინა, მაგრამ მოულოდნელად გაუჩინარდა.

როგორც დაკარგულის დედამ მზეო ჯინჭარაძემ „ნიუპოსტს“ განუცხადა, მისი შვილი ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების შემდეგ ციხის საავადმყოფოში გადაიყვანეს, სადაც იგი ოჯახის ნათესავმა ინახულა, რომელმაც ოჯახს გადმოსცა ინფორმაცია, რომ როლანდ ჯინჭარაძის ჯანმრთელობის მდგომარეობა უკიდურესად იყო დამძიმებული. ამის შემდეგ კი როლანდ ჯინჭარაძის კვალი დაიკარგა და ოჯახი მის პოვნას ვეღარ ახერხებს.

მზეო ჯინჭარაძე უყურადღებობის შესახებ საუბრობს და აცხადებს, რომ ოჯახმა დახმარებისთვის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიმართა, მაგრამ უწყებისგან პასუხი ვერ მიიღო.

„სამი წელია, რაც ჩემი შვილი საბერძნეთშია დაკავებული. ორჯერ გადაუტანია პატიმრობისას ფილტვების ანთება და შემდეგ უკვე უყურადღებობისგან ფილტვებში წყალი ჩაუდგა. საავადმყოფოში გვიან გადაიყვანეს და ჩემმა შვილმა საბერძნეთშ მყოფი დეიდაშვილის ნომერი ჩააწერინა, რომ მას დაკავშირებოდენ. ჩემმა დეიდაშვილმა ნახა საავადმყოფოში როლანდი და გვითხრა, რომ ძალიან ცუდად იყო, ძვალზე გადაკრული ტყავია დარჩენილი,, ფეხზე დგომა და საკვების მიღება არ შეუძლიაო. საავადმყოფოში ექიმს უთქვამს 5 თვე ფეხზე ვერ გავლის ისე ცუდად არისო.

ამის შემდეგ ჩემი შვილი გააქრეს და აღარ ვიცით სად წაიყვანეს, საბერძნეთში ჩვენ კონსულს უთქვამს, ერთი დღე მაცადეთ, გავარკვიო სად არისო, მაგრამ ვერაფერი გაიგო. დიდხანს ვიხვეწე, რომ გავეშვი საბერძნეთში მაგრამ უარით გამომისტუმრეს, საბერძნეთიდან უნდა მოგივიდეს დასტურიო მაგრამ არაფერი მომსვლია. აღარ შემიძლია ამის გაძლება, როგორ შეიძლება შვილი დავკარგო, რადგან პატიმარია არ მიყვარს?

მივედი საგარეო საქმეთა სამინისტროში და ვითხოვე მდგომარეობის გარკვევა, მითხრს დაგიკავშირდებითო მაგრამ უკვე 8 დღე გავიდა და არავინ დამკავშირებია. არავინ ყურადღება არ მომაქცია,“- განაცხადა „ნიუპოსტთან“ საუბრისას მზეო ჯინჭარაძემ.

ჟინჭარაძეების ოჯახი დღეს ახლობლებთან ერთად აქციებს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროსთან და მთავრობის კანცელარიასთან გამართავს. ჯინჭარაძეების ოჯახი შვილის ადგილსამყოფელის დასადგენად მთავრობის დახმარებას ითხოვს.






მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42