"ივანიშვილს უმადლოდეს..." - მეჭიაური ბოდიშის მოხდას არ აპირებს და არც პრეზიდენტის მიმართ იცვლის აზრს
პოლიტიკა - 12:15, 03 Sep, 2015     3042

ქართული ოცნების წევრი ბოდიშის მოხდას კატეგორიულად არ აპირებს.

„არ ვაპირებ ბოდიში მოვუხადო ვინმეს ჩემი განცხადებების გამო, ჩემს გამოსვლაში შეურაცმყოფელი არაფერი ყოფილა“,- ასე უპასუხა „ნიუპოსტთან“ პარლამენტარმა თამაზ მეჭიაურმა იმ ადამაინებს და მათ შორის მისივე კოლეგებს, რომლებიც დეპურტატისგან საჯარო ბოდიშის მოხდას ითხოვენ.

„ჩემი კოლეგების, გუნდის წევრების განცხადებებზე შეგნებულად არ გავაკეთებ განცხადებას ვეტოს დაძლევამდე, მათ შენიშვნებს გუნდთან ერთად გავივლი და შემდეგ გადავწყვეტ გავაკეთო თუ არა განცხადება ამ საკითხზე“,- უთხრა „ქართული ოცნების“ ერთ-ერთმა წევრმა ჩვენს ჟურნალისტს.

რაც შეეხება უშუალოდ გუშინ გაკეთბულ განცხადებას, მეჭიაური ამობს, რომ მას არასამათავრობო სექტორი უარყოფით კონტექსტში არ უხსენებია.

„მე ფაქტი აღვნიშნე, გიორგი მარგველაშვილი არის ყოფილი ენჯეოშნიკი. არასამთავრობო სექტორში ყოფნა კი სულაც არ არის სათაკილო. ბევრი ჩემი მეგობარი დღესაც მუშაობს სხვადასხვა არასამთავრობო ორგანიზაციაში. რაც შეეხება თავად მარგველაშვილს, მე ვთვლი, რომ ის ბიძინა ივანიშვილს უნდა უმადლოდეს, რომ დღეს პრეზიდენტის სავარძელს იკავებს. დიახ ვთქვი, რომ საქსოვი ჩხირები გააგდებინა ყოფილმა პრემიერმა ბატონ გიორგის და ვეტოთი აღჭურვა, რომელსაც ის ხშირად უსამართლოდ იყენებს“,- განმარტა პარლამენტის დეპუტატმა.

ცნობისთვის, გუშინ, 2 სექტემბერს, პარლამენტის პლენარულ სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას პარლამენტარმა თამაზ მეჭიაურმა, საქართველოს პრეზიდენტი მოიხსენია, როგორც "ენჯეოშნიკი სოროსელი", რომელიც "ნერვებს უშლის მას და მოსახლეობას".

აღნიშნულ განცხადებას საზოგადოებისა და პოლიტიკოსების მხრიდან უარყოფითი შეფასებები მოჰყვა.

ინტერნეტმომხმარებლებმა პარლამენტის წევრისგან ბოდიშის მოხდის მოთხოვნით პეტიციაზე ხელმოწერების შეგროვება დაიწყეს.

თანაგუნდელის მიერ გუშინ გაკეთებული განცხადებას გაემიჯნა თავდაცვის მინისტრიც.

"რა სირცხვილია ღმერთო ეს ყველაფერი... სხვისთვის შეურაცხყოფის მიყენება რატომ გვგონია ხოლმე რომ ღირსებას გვანიჭებს?!“,- აღნიშნა თინა ხიდაშელმა.

„რესპუბლიკელმა“ დავით ზურაბიშვილმა კი სოციალურ ქსელში დაწერა, რომ

„ეჭვი აქვს, რომ თამაზ მეჭიაურისთვის "ენჯეოელი", "სოროსელი," იეღოველი," "სომეხი" და "პიდარასტი" დაახლოებით ერთი და იგივეა.

პრეზიდეტის მისამართით თამაზ მეჭიაურის განცხადებას საპარლამენტო უმრავლესობის წევრი თამარ კორძაიაც ეხმაურება.

"მე 10 წელი ვიყავი "ნჯო"-შნიკი და ვამაყობ ამით! ჩემი მეგობრებიც "ნჯო"-შნიკები არიან, ვამაყობ მათიც!!!",- წერს კორძაია.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42