აზარტული თამაშები, ალკოჰოლი, ნარკოტიკი - თავდაცვის უწყება თანამშრომლების კონტროლს ამკაცრებს
პოლიტიკა - 11:49, 03 Sep, 2015     2392
თავდაცვის სამინისტრომ გეგმა შეიმუშავა, რომლის მიხედვითაც, მაქსიმალურად გაკონტროლდება სამხედრო მოსამსახურეების ჩართულობა აზარტულ თამაშებში, ამასთანავე გამკაცრდება კონტროლი ალკოჰოლის და ნარკოტიკული საშუალების მოხმარებაზეც.

საქართველოს თავდაცვის მინისტრის განცხადებით, თავდაცვის უწყების სამოქალაქო და სამხედრო თანამშრომლები აზარტული თამაშებით გატაცების პირველივე შემთხვევაზე შეიარაღებული ძალებიდან გათავისუფლდებიან. ხიდაშელის თქმით სტატისტიკურად, ჯარში თვითმკველობის შემთხვევები უკავშირდება ვალებს, რომლებიც აზარტული თამაშების შედეგად არის გამოწვეული.

"სამწუხაროდ, კიდევ ერთმა ჯარისკაცმა დაასრულა თვითმკვლელობით სიცოცხლე, ჯარში არის რამდენიმე ასეთი შემთხვევა. ჩვენ რაც სამინისტროში მოვედით, ჩვენ შეგვიძლია მხოლოდ იმ პერიოდზე ვისაუბროთ ბუნებრივია და ჩვენი თავდაცვის სამინისტროში მოსვლის შემდეგაც იყო ასეთი შემთხვევები. ხშირად სტატისტიკა ადასტურებს, რომ ეს გამოწვეული არის იმის გამო, რომ აქვთ ვალები ამ ადამიანებს, მათ შორის აზრტული თამაშებთ არიან დაკავებული და შემდეგ ამის კვალობაზე სიცოცხლეს ამთავრებენ თვითმკვლელობით. ჩვენი ამოცანა არის, რომ მაქსიმალურად გავატაროთ პრევენციული ღონისძიებები იმისათვის, რომ ასეთი შემთხვევები ან საერთოდ აღარ იყოს ჯარში, ან მინიმალიზაცია მოვახდინოთ. სწორედ ამიტომ, თავდაცვის სამინისტროს ინიციატივით, პოლიტიკა, რომელიც აქამდე არსებობდა, რადიკალურად შეიცვლება და ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ იმისათვის, რომ პრევენციულად არ დავუშვათ მსგავსი ფაქტები.

ნებისმიერი პირი, რომელიც შემჩნეული იქნება და დადასტურდება, რომელიც მუშაობს თავდაცვის სამინისტროში, იქნება ეს სამხედრო თუ სამოქალაქო, და არის აზარტული თამაშებით დაკავებული, არის მოსარგებლე კაზინოების ან სხვა ფორმების, რომელიც ქვეყანაში არის ხელმისაწვდომი, პირველივე შემთხვევაში გათავისუფლდება შეიარაღებული ძალებიდან. თავდაცვის სამინისტრო იქნება უკომპრომისო და ჩვენი დამოკიდებულება არის აბსოლუტურად ცალსახა. ასევე მინდა საზოგადოებას და იმ ადამიანებს, ვისაც ეს კონკრეტულად ეხება, ვაცნობოთ კიდევ 2 სხვა მსგავსი ტიპის ღონისძების შესახებ, რომლის გატარებასაც ვგეგემავთ, ეს არის ნარკოტიკებზე დამოკიდებულებასთან მიმართებაში, ასევე აბსოლუტურად უკომპრომისო იქნება და პირველივე შემთხვევაში ნებისმიერი ასეთი პირი იქნება გათავისუფლებული შეიარაღებული ძალებიდან და თავდაცვის სამინისტროდან და სამხედრო ნაწილის ტერიტორიაზე სიმთვრალის შემთხვევაშიც ანალოგიური ღონისძიებები გატარდება,"– განაცხადა თინა ხიდაშელმა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42