შეზღუდვა, რომელიც სოხუმის დე ფაქტო ხელისუფლებამ საზღვარზე დააწესა უკანონოა - ყოლბაია
პოლიტიკა - 11:57, 03 Sep, 2015     1110
ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო ხელისუფლების მიერ საქართველოსთან ე. წ. საზღვრის ჩაკეტვასთან დაკავშირებით აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია განცხადებას ავრცელებს.

„ის შეზღუდვა, რომელიც სოხუმის დე ფაქტო ხელისუფლებამ ენგურის სასაზღვრო პუნქტზე თითქოს „უცხოეთის მოქალაქეთათვის“ დააწესა, სრულიად უკანონოა. ეგრეთწოდებული აფხაზეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო იმასაც აღნიშნავს, რომ ეს დროებითი შეზღუდვაა და აფხაზეთში მომუშავე საერთაშორისო ორგანიზაციებს არ შეეხება.

გამოდის, რომ გალის მოსახლეობას შეეხება. ვინაიდან მათი მიერ შემოღებული პასპორტიზაციის თანახმად, გალელები „უცხოეთის მოქალაქეებად“ უნდა მივიჩნიოთ. „უცხოეთის მოქალაქეებს“ კი ოკუპირებულ ტერიტორიებზე მხოლოდ „ფსოუს“ გავლით შეუძლიათ მოხვედრა. „ფსოუს“ გავლით გადასვლა კი გალელებისთვის თავდაყირა სიარულის ტოლფასია. ხაჯიმბას ხელისუფლების მხრიდან გალელების მიმართ ასეთი უკანონო ქმედება არახალია. არც იმას გამოვრიცხავ, რომ ეს ნაბიჯი გალელების „მოთვინიერებისკენ“ იყოს მიმართული.

მაგრამ, მეორე მხრივ, ხაჯიმბამ კარგად იცის, რომ გალელები ანგარიშგასაწევი ძალაა, მათი შრომისუნარიაონება კი საქვეყნოდ ცნობილია. ასეთი მოქმედება პოლიტიკურადაც გაუმართლებელია, არაჰუმანურია, პრაგმატული თვალსაზრისითაც არამომგებინია. მაგრამ ყველაფრის მიუხედავად, აფხაზეთი ცდილობს საერთაშორისო საზოგადოების დაინტერესებას, ინვესტიციების მოზიდვას სხვდასხვა ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელებისათვის. როცა ამ ფორმით ადამიანის უფლებების სრულ უგულებელყოფასთან და მათი უფლებების ფეხქვეშ გათელვასთან გვაქვს საქმე, არავინ დათანხმდება იქ ინვესტიციის ჩადებას. ამიტომაც არა მგონია, ეს სცენარი დიდხანს შენარჩუნდეს, რასაც თავად „ტექნიკურ მიზეზებს“ და „დროებით შეზღუდვას“ უწოდებენ. ჩვენ დავაკვირდებით მოვლენების განვითარებას და რამდენადაც ეს ძალგვიძს, შევეცდებით, ამ ნეგატიური მოვლენის პოზიტიურ კალაპოტში გადაყვანას“. - ნათქვამია ვახტანგ ყოლბაიას განცხადებაში.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42