როგორც კვირიკაშვილმა გადაცემა „პოლიტარტში“ განაცხადა, მისი განცხადება ევრაზიულ კავშირთან არანაირი შემხებლობაში არ იყო.
„პირველივე ფრაზაში ვთქვი, რომ მთავარი პრიორიტეტი ევროპასთან ინტეგრაცია იქნებოდა და ამის შემდეგ ვთქვი, რომ ბევრი რამ ხდება საინტერესო ევრაზიის კონტინენტზე. საუბარი იყო ჩინეთთან იმ მზარდ ურთიერთობებზე, რომელშიც მე ნამდვილად მნიშვნელოვანი წვლილი შევიტანე რამოდენიმე ვიზიტით. ვფიქრობ, აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით გაკეთებული განცხადებები ერთმნიშვნელოვნად პოლიტიკური სპეკულაცია იყო. სამწუხაროდ ზოგიერთმა ტელევიზიამ ჩემი განცხადების პირველი ნაწილი მოჭრა. მგონია, რომ ეს არის არაკეთილსინდისიერი დამოკიდებულება მათი პროფესიისადმი. ასეთი გზით განცხადების გადაცემა, ჯერ ერთი ამახინჯებს მთლიანად განცხადების არსს და მგონია, რომ ეს იყო ერთიანი სცენარის ნაწილი. თუ ვინმე ევრაზიის კონტინენტსა და ევრაზიის კავშირს შორის განსხვავებას ვერ ხედავს, ეს მათი პრობლემაა. სამწუხაროდ, ევრაზიის კავშირს გააჩნია ძალიან მნიშვნელოვანი პოლიტიკური გრავიტაციის კომპონენტი. ამ პირობებში რაიმე სახის ურთიერთობა ევრაზიის კავშირთან აბსოლუტურად წარმოუდეგენლია, რადგან ის არათავსებადია იმ პოლიტიკურ ვექტორთან, რომელიც საქართველოს გააჩნია“, - განაცხადა კვირიკაშვილმა.
მასალის გამოყენების პირობები






