საკმარისია უცხოეთში წავიდე, რომ მნიშვნელოვანი ცვლილებები ხდება საქართველოში - უსუფაშვილი
პოლიტიკა - 11:16, 03 Sep, 2015     2289
პარლამენტის სპიკერების მე-4 მსოფლიო კონფერენციაზე სამუშაო ვიზიტით მყოფმა, დავით უსუფაშვილმა საქართველოში განხორციელებულ სამთავრობო ცვლილებებთან დაკავშირებით მედიისთვის კომენტარი გააკეთა.

„ჩემი დელეგაციის თანმხლები პირები იხსენებდნენ იმას, რომ საკმარისია უცხოეთში წავიდეთ, რომ მნიშვნელოვანი ცვლილებები ხდება საქართველოში. ასე რომ მე აქედან მიწევს შეხმიანება ამ პროცესისადმი. უფრო დეტალურად, ალბათ, საქართველოში მოგახსენებთ. ამასობაში, ის ხალხი ვინც გადაადგილდა, თუ ვინც ჩაიბარა ახალი მნიშვნელოვანი თანამდებობები ძალიან კარგად ვიცნობ მათ, ვიცი მათი შესაძლებლობები, მათი დამოკიდებულება. დარწმუნებული ვარ, წარმატებით გაართმევენ თავს დაკისრებულ მოვალეობებს. მთავრობას აქვს პარლამენტის ნდობა, პრემიერ-მინისტრს აქვს კონსტიტუციით მიცემული უფლებამოსილება ამ ტიპის ცვლილების განხორციელების. იგი უკეთ ხედავს მიმდინარე პროცესებს, უკეთ იცის თითოეული მინისტრის დღევანდელი პოტენციალი, შესაძლებლობები, რომელ უბანზე ვინ სჭირდება. ასე რომ, მას აქვს ჩვენი მხარდაჭერა ამ პროცესში. გასაკვირი რა ნახეთ, მე ეს მიკვირს იმიტომ, რომ ყველა ქვეყნის საგარეო საქმეთა სამინისტროების და საელჩოების დანიშნულებაა იმუშაონ ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე და დღეს, ჩვენს ქვეყანას საგარეო თვალსაზრისით, აქვს ორი ძალიან დიდი პრიორიტეტი - ქვეყნის უსაფრთხოების უზრუნველყოფა და ქვეყანაში სწორედ ინვესტიციების მოზიდვა იმისთვის, რომ ქვეყანა წინ წავიდეს. ასე რომ, პრემიერ მინისტრი თუ თვლის, რომ საგარეო საქმეთა მინისტრმა ამაზე უნდა იმუშაოს, ეს გასაკვირი კი არა, ძალიან მოსაწონი და მისასალმებელი ამბავია”, - განაცხადა დავით უსუფაშვილმა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42