ენერგეტიკის სამინისტრო ერთადერთი უწყებაა, რომელმაც UEFA-ს სუპერთასის ბილეთები არ შეიძინა
პოლიტიკა - 10:33, 03 Sep, 2015     1360
ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის მონაცემებით, ბილეთების ონლაინ გაყიდვების პრობლემების გამო კახა კალაძემ ფედერაციას წერილი მიწერა და მოთხოვნილ ბილეთებზე უარი თქვა.

IDFI სახელმწიფო უწყებების მიერ 2015 წლის 11 აგვისტოს, თბილისში ჩატარებული UEFA-ს სუპერთასის მატჩის ბილეთების შესყიდვასთან დაკავშირებით კვლევას აქვეყნებს.

ორგანიზაციის ინფორმაციით ყველაზე მეტი ბილეთი ფეხბურთის ფედერაციისგან თბილისის მერიამ მოითხოვა. IDFI-ის მონაცემებით მერიას მატჩის 240 ბილეთი, საქართველოს პარლამენტს 200, პრეზიდენტის ადმინისტრაციას, იუსტიციის, საგარეო საქმეთა, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროებს 50-50 ბილეთი გამოეყო. საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს კი ფეხბურთის ფედერაციამ 20 ბილეთი გამოუყო.

ორგანიზაციის კვლევის თანახმად ენერგეტიკის სამინისტრო ერთადერთია, რომლის ხელმძღვანელმა, კახა კალაძემ ბილეთების ონლაინ გაყიდვების პრობლემების გამო, UEFA-ს სუპერთასზე თანამშრომლებისთვის მოთხოვნილ ბილეთებზე უარი თქვა.

"2015 წლის 23 ივნისს საქართველოს ენერგეტიკის მინისტრმა კახა კალაძემ ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტს მიმართა თხოვნით ენერგეტიკის სამინისტროსთვის, შეძენის მიზნით, გამოეყოთ უეფას სუპერთასის მატჩზე დასასწრები 337 ბილეთი, 160 ცალი I კატეგორია, 105 ცალი II კატეგორია,72 ცალი III კატეგორია. თუმცა, ბილეთებთან დაკავშირებით შექმნილი ვითარების გამო 2015 წლის 21 ივლისს ენერგეტიკის მინისტრმა ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტს აცნობა, რომ სამინისტროს მიზანშეწონილად მიაჩნდა ფედერაციის მიერ ენერგოსექტორის თანამშრომლებისათვის გამოყოფილი ბილეთები დაბრუნებულიყო გაყიდვაში და შეძენის საშუალება მიცემოდათ სხვა ქართველ გულშემატკივარს", - ნათქვამია IDFI-ის კვლევაში.

აღნიშნული კვლევის ფარგლებში IDFI-იმ 20 ცენტრალურ საჯარო დაწესებულებას მიმართა, რათა მათ 2015 წლის 11 აგვისტოს თბილისში გასამართი უეფას სუპერთასის მატჩზე დასასწრები ბილეთების და მოსაწვევების გამოყოფასთან დაკავშირებით საქართველოს ფეხბურთის ფედერაციასთან არსებული მიმოწერის ასლები მიეწოდებინათ.

20 უწყებიდან ინსტიტუტმა პასუხი 17 შემთხვევაში მიიღო. IDFI-ის ინფორმაციით მოთხოვნებზე პასუხი ფინანსთა, შინაგან საქმეთა და ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროებს დღემდე არ მოუწოდებიათ.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42