"რა სირცხვილია ღმერთო ეს ყველაფერი" - ხიდაშელი მეჭიაურს აკრიტიკებს
სოც.მედია - 10:31, 03 Sep, 2015     5923
თავდაცვის მინისტრი თინა ხიდაშელი თამაზ მეჭიაურს პრეზიდენტის მისამართით გაკეთებული განცხადების გამო აკრიტიკებს. როგორც მინისტრი სოციალურ ქსელში წერს, მეჭიაურმა სამარცხვინო განცხადება გააკეთა.

„ეს წუთია სახლში მოვედი, შემოვიხე და მივხვდი რა ბედნიერებაა ხანდახან ტელევიზორს რომ ვერ უყურებ.

ეს რეები უთქვამთ დღეს და რეები გავიგე

ერთმა ძალიან სუპერ პატრიოტმა სუპერ გულზემჯიღისმცემელი ტელევიზიის სუპერ პატრიოტული გადაცემიდან გვითხრა რომ გახსნას რუსეთმაც საწვრთნელი ცენტრი საქარველოში ისინიც ხომ პარტიონები არიან, ვინ დაუშალათო.

ყოფილი თავდაცვის მინისტრი მედავებოდა თურმე იმაზე რომ პრეზიდენტი მთავარსარდალი არ არის, მისი ასეთად მოხსენიება დაკნინებაა, მთავარსარდალი კაპანაძეაო.

მაგრამ ეს იმასთან შედარებით რა არის რაც ჩემს ყოფილ კოლეგას უთქვამს დღეს პრეზიდენტზე.

და რა სირცხვილია ღმერთო ეს ყველაფერი, რა სირცხვილია. თავს მხოლოდ იმით ვიმშვიდებ რომ მასწავლიდნენ პარლამენტი სარკეაო, ის ისევე ყველანაირი ხალხისგან შედგება როგორც საზოგადოებაო.

მაგრამ ძალიან მორალისტად თუ არ გამოვჩნდები სხვისთვის შეურაცხყოფის მიყენება რატომ გვგონია ხოლმე რომ ღირსებას გვანიჭებს ეს ვერ გამიგია მაინც.

რა ვიცი, რა ვიცი

არადა რა დიდებული საღამო გვქონდა, ჩვენს ნატოელებთან ვიყავით, მეგონა საქართველოს მოქალაქეებს, საკუთარი ქვეყნის აწმყოთ შეწუხებულ ადამიანებთან ვიყავი, რომლებიც ჩვენთვის გამოსავლის, მეტი უსაფრთხოების პოვნისთვის შრომობენ.

რაღაც კარგიც ხდება ამ ქვეყნად და ეს მამშვიდებს მხოლოდ

ძილი ნებისა ჩემო მეგობრებო

ტკბილ ძილს გისურვებთ, ყველაფერი კარგად იქნება!

ჩვენს ქვეყანაში ბოლოს მაინც სიკეთე, რაციონალური აზრი, ერთგულება, წესიერება და პროფესიონალიზმი იმარჯვებს ხოლმე!“, - წერს ხიდაშელი.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42