ბრძოლა ლექსებით - გორელი დეპუტატები ერთმანეთს ლექსებს უძღვნიან
პოლიტიკა - 20:10, 02 Sep, 2015     2168
გორის საკრებულოს დეპუტატებმა ერთმანეთითვის ლექსების მიძღვნა დაიწყეს, საკრებულოს ნაციონალი და ლეიბორისტი დეპუტატი ლექსებს საკუთარ ფეისბუკ გვერდზე აქვეყებენ. ზაზა მეზვრიშვილმა და მინდია გოდერძიშვილმა კაფიაობა მას შემდეგ დაიწყეს, რაც საკრებულოს 8 დეპუტატმა გორის მერის და საკრებულოს სათავეში მყოფი პირების გადადგომა მოითხოვა.


"საკრებულოში ისევ მარტია, ოქრუაშვილის იღწვის პარტია. ნაციონალიც მათ მიეკედლა, საქმე იოლად განუმარტია. ძალზედ სჭირდება თანამდებობა, თუმცა ბოლომდე არც მათ ენდობა. ვერაფერს ვურჩევ ვაჟას შვილთაშვილს, ჩემგან და ღვთისგან ჰქონდეს შენდობა!იცის, რომ ბოლოს გადააგდებენ, ისე, რომ პასუხს არსად აგებენ. მაგრამ უჭირს და რა გააკეთოს? არჩია მოყვასს თავი წაკვეთოს! ისევ წამოყვეს მტრებმა თავები, კვლავ გულისამრევ ომში ჩავები. თუმც როდის იყო, რომ მაშინებდნენ, მგლები ცხვრის ტყავში, ვითომ კრავები!საკრებულოში ისევ მარტია, ჩუმად ხითხითებს დემოკრატია. და ყველასათვის წამგებიანი, კრახით მთავრდება ბანქოს პარტია. ხარობენ მხოლოდ პარაზიტები, ხელწერა მათი ყველგან ატყვია. ასეთი ხალხი როგორც მეჭეჭი, სხეულის უცხო წანამატია. მივმართავ ყველა ცილისმწამებელს, ვითომ, რომ კაცობს, თუმცა ბატია. არ ვაპატიებ მტრობას არავის, თუ თვითონ ღმერთმა არ აპატია !!!"
მეზვრიშვილის ამ ლექსს საკრებულოს ნაციონალი დეპუტატის მხრიდან პასუხი მალევე მოჰყვა, მინდია გოდერძიშვილმა მეზვრიშვილს ლექსითვე უპასუხა.
"ბევრი ვიფიქრე ზაზაო, "თუ რა პასუხი გამეცა"... შენი ნათქვამი კაფია მწარე ნაღველად ჩამექცა. ცხელ გულზედ, წამოდუღებულს, გონი ცუდისკენ გამექცა, მემრე ჩემს თავზედ გავბრაზდი, საღი აზრი რად წამერთვა, რატომ ავენთე ძმობილმა თუ უკადრებლად გამკენწლა წინაპრის სახელს ფარება რა ჩვენი საკადრისია... იმათი საქმით ტრაბახი დიახაც საძრახისია. უწინ ჩვენი ვსთქოთ წისქვილზე წყალი ვისაზე გვისხია, ან ვისი ძმობის შედეგად ვენახზე კარგად გვისხია... ვისთვის სათქმელი ავ-კარგი შეცდომით ვისთვის გვითქვია, ვინ მიგვიღია თავისად და ვისთვის წიხლი გვიკვრია.... ბრალს ტყუილად მდებ, რომ ამბობ: "ფულზედ გამცვალე მინდიავ" მე კაცი ეგრე გავყიდო, განა ზღმარტლი და შინდია... გვიან არასდროს არ არის, თუ შარიგება გინდია, იფიქრე, ძმაო, იფიქრე... კაცის ცხოვრება ფიქრია...!"
მეზვრიშვილმაც არ დააყოვნა და გოდერძიშვილს შემდეგი ლექსით უპასუხა.
"რომ ამბობ შემირიგდიო, როდის გეჩხუბე მინდია? შენს ნამოქმედარს ველექსე, რომ ჩაამტვრიე ხიდია. მე ღმერთს მივანდობ ყველაფერს, მისი სახელი დიდია. ძმობას არ უყვარს თამაში, როცა ის ბეწვზე ჰკიდია. როდის ვწერ ფულზე გამცვალე? ესეც ვერ წაგიკითხია. აქ ფეისბუკის ჭიები ათას სილენჩეს თითხნიან. თითქოს და კარგად მიცნობენ, უმწეოდ ძირსაც მითხრიან. თუმც ერთი კატა ეყოფა, სარდაფს თაგვიან-ვირთხიანს! მე არ მადარდებს არავის, კომენტარები ტიტრები. თავი კაცებად რომ მოაქვთ, მაგრამ არიან კიტრები. მათ არც სამშობლო ადარდებთ, ოღონდ ღვინო სვან ლიტრებით. შენზე ვარ შეწუხებული, სხვის გულისთვის, რომ (შეურაცხყოფას არ გაყენებ სხვა სიტყვა ერითმება, ოხ ეს ოხერი რითმა იხვნები. მართლა პატივს გცემ გულწრფელად, არც რამ მაქვს შენთან სადაო. ხომ გაგიგია ორ ხელით იჭმევა ტკბილი ქადაო. ჩვენ საომარი სხვაგან გვაქვს, ეხლა არ მკითხო სადაო? წალეკა მტერმა ქვეყანა ხალიჩად გაიხადაო. საკრებულოში რაც ხდება ეს ჩვენი ბრალი არ არი. რაც დაგვითესეს წარსულში, ეხლა მივიღეთ ზარალი. ოცდახუთ წლის წინ თუ გახსოვს, გაჰქონდათ ჰარი-ჰარალი. ედემისავით ქვეყანა, გახადეს თითქმის ტრამალი. ბევრია იმათთაგანი, სისხლი ათყვიათ ლაშებზე, ზოგი წამალზე ოცნებობს, ზოგი კი რუსის ნაშებზე. ჩვეული სიამოვნებით, ხელებს ისვამენ ფაშვებზე, და მისტირიან წარსულ წლებს, რომ ძალადობდნენ ბავშვებზე. არ მითხრა ეხლა მიშას დროს, თითქოს და ისხდნენ სოროში. მაშინაც ბლომად აღზევდნენ, ზურგს უმაგრებდათ სოროსი. მინდა, რომ ცნობა ისწავლო, ჭირის თავის და ბოლოსი. მარხვის დროს ჭამა სჯობია, ხაშლამის ნაცვლად ღოლოსი! ასე, რომ ჩემო მინდია, ნუ დარდობ ძმებად დავრჩებით. მე სკამს არ ვებღაუჭები ჭანჭიკებით და ქანჩებით. გაივსო მთელი ქვეყანა პოლიტიკური ჩარჩებით. არც ახსოვთ, რომ დადიოდნენ გუშინ დახეულ ლანჩებით! და კიდევ, სხვებსაც მოგმართავთ, ვინც ჩემზე აკრეფილია. არ მიცნობთ და ილანძღებით, წკავწკავებთ. როგორც ფინია. თუ კაცი არ იმსახურებს, არასდროს დამიცინია. ეს ლექსიც თქვენთვის გამოცხვა, მიირთვით, ისევ თბილია! - წერს ზაზა მეზვრიშვილი.




გიორგი ახლკაცი-გორი




მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42