„სამართლიანი არჩევნები“ „ ოცნების“ მიერ შემოთავაზებულ საარჩევნო რეფორმას არასაკმარისად მიიჩნევს
პოლიტიკა - 19:28, 02 Sep, 2015     1053
„სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება“ ეხმაურება კოალიცია „ქართული ოცნების“ განცხადებას საარჩევნო სისტემის რეფორმასთან დაკავშირებით და მიიჩნევს, რომ შემოთავაზებული წინადადება ვერ გადაჭრის იმ მნიშვნელოვან პრობლემებს, რასაც არსებული სისტემა ქმნის და ვერ უზრუნველყოფს რეალურად სამართლიანი საარჩევნო გარემოს შექმნას.

„კიდევ ერთხელ ვაფიქსირებთ ჩვენს პოზიციას და ვაცხადებთ, რომ შერეული (მაჟორიტარული და პროპორციული) საარჩევნო სისტემის პირობებში არ ხდება ამომრჩეველთა ხმების პროპორციულად გარდასახვა საპარლამენტო მანდატებში, რითიც ირღვევა სამართლიანი არჩევნების პრინციპები.

არსებული პრობლემების გადასაჭრელად და რეალური რეფორმის გასატარებლად, არასამთავრობო ორგანიზაციებმა და პოლიტიკურმა პარტიებმა კონკრეტული წინადადებებით მიმართეს საქართველოს პარლამენტს. უნდა აღინიშნოს, რომ პოლიტიკურ წრეებსა და სამოქალაქო საზოგადოებაში არსებობს ფართომასშტაბიანი კონსესუსი მაჟორიტარული სისტემის მთლიანად გაუქმებისა და რეგიონალურ-პროპორციული საარჩევნო სისტემის შემოღების შესახებ. სამწუხაროა, რომ ერთადერთი ძალა, რომელიც ამ რეფორმას უპირისპირდება ხელისუფლებაა, თუმცა ის ფაქტი, რომ საპარლამენტო უმრავლესობა მაჟორიტარული სისტემის გაუქმებას მხოლოდ 2020 წლიდან მიიჩნევს შესაძლებლად, კიდევ ერთხელ ხაზს უსვამს ამ რეფორმის აუცილებლობას.

ვერ გავიზიარებთ ხელისფლების არგუმენტს, რომლის თანახმადაც ძირეული რეფორმის განხორციელება არჩევნებამდე ვერ მოესწრება. უნდა აღინიშნოს, რომ არასამთავრობო სექტორი, საექსპერტო წრეები და პოლიტიკური პარტიები ორ წელიწადზე მეტია ხელისუფლებას საარჩევნო სისტემის ცვლილების კონკრეტულ მოდელს სთავაზობენ. გარდა ამისა, ვფიქრობთ, რომ საარჩევნო კოდექსის რეფორმა, თუნდაც 2015 წლის საშემოდგომო სესიაზე ანუ საპარლამენტო არჩევნებამდე ერთი წლით ადრე, სრულიად შესაძლებელია და ამას მხოლოდ ხელისუფლების პოლიტიკური ნება ესაჭიროება.

კოალიციის განცხადებაში ნათქვამია, რომ შემოთავაზებული რეფორმა „ქართული ოცნების“ წინასაარჩევნო დაპირების ნაწილია. თუმცა მაჟორიტარული ოლქების საზღვრების გადახედვა და მათ შორის თანასწორობის დაცვა პარლამენტს ისედაც დაევალა საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებით. ვერც აღნიშნული ცვლილება და ვერც მაჟორიტარული არჩევნებისთვის შემოთავაზებული 50%-იანი ბარიერი ვერ უზრუნველყოფს ძირეული რეფორმის გატარებას და ქვეყანაში რეალურად სამართლიანი და თანასწორი საარჩევნო გარემოს დამკვიდრებას.

შესაბამისად, კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ ხელისუფლებასა და საპარლამეტო უმრავლესობას, გამოიყენოს ყველა რესურსი და არ გადადოს საარჩევნო კოდექსის რეფორმა, რომელიც სამართლიანობის დამკვიდრებისა და ქვეყნის დემოკრატიულად განვითარების აუცილებელი პირობაა.“- ნათქვამია ორგანიზაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42