პრემიერი და ეკონომიკის მინისტრი "ეკო გრინ სითის" პრეზენტაციას დაესწრნენ
პოლიტიკა - 19:22, 02 Sep, 2015     1274
საქართველოს პრემიერ-მინისტრთან, ირაკლი ღარიბაშვილთან ერთად ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი, დიმიტრი ქუმსიშვილი დღეს თბილისის ზღვის ტერიტორიაზე არსებულ აკვაპარკ "ჯინო ფერედაისში“ იმყოფებოდა, სადაც ეკოლოგიურად სუფთა ქალაქის, „ეკო გრინ სითის“ გაშენება იგეგმება.
მთავრობის წარმომადგენლებს პროექტის შესახებ დეტალური ინფორმაცია "ჯინო ფერედაისის“ დამფუძნებელმა, ნოდარ გიორგაძემ წარუდგინა. პრეზენტაციას ქალაქ თბილისის მერი, დავით ნარმანიაც ესწრებოდა.

ახალი ეკოლოგიური ქალაქის აშენება თბილისის ზღვის მიმდებარე ტერიტორიაზე, 200-250 ჰექტარ მიწის ფართობზე იგეგმება.

აღსანიშნავია, რომ ქალაქის ინფრასტრუქტურული ობიექტების, საცხოვრებელი ვილების, კოტეჯებისა და ბინების მშენებლობა ეკოლოგიური სამშენებლო მასალებით განხორციელდება. პროექტის ფარგლებში აშენდება საბავშვო ბაღები, სკოლები, სპორტულ-გამაჯანსაღებელი და სამედიცინო-სამკურნალო დაწესებულებები, კურორტოლოგიური და სარეაბილიტაციო ობიექტები, პარკები, სპორტული მოედნები, სავაჭრო უბნები და სხვა. ენერგიის 90% გამომუშავებული იქნება მზის, ქარის, წყლის და ბიო გაზის მეშვეობით. ამ მიმართულებით გამოყენებული იქნება ულტრათანამედროვე ენერგეტიკული დანადგარები, მზის კოლექტორები, ინვენტორები, კოოგენერაციული და ტრიგენერაციული დანადგარები.

„ამ კომპანიის პროექტების მოცულობა ას მილიონ დოლარზე მეტია, რაც არის დამატებითი, პირდაპირი უცხოური ინვესტიციები. ამავდროულად, ეს არის ის კარგი გამოცდილება, რომელიც ჩვენ ვნახეთ, რაც განაპირობებს წარმატებულად დასრულებულ და განხორციელებულ პროექტებს“, - განაცხადა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა.

თბილისის გარდა, კომპანია „ჯინო ფერედაისი" მნიშვნელოვანი პროექტების განხორციელებას გუდაურსა და ბაკურიანშიც გეგმავს.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42