რუსეთი და დასავლეთი ერთმანეთს სამხრეთ კავკასიის გამო დაუპირისპირდებიან
პოლიტიკა - 18:24, 02 Sep, 2015     3858

შეერთებული შტატების კერძო სადაზვერვო-ანალიტიკური კომანიის „სტრატფორის“ ანალიტიკოსი მიიჩნევს, რომ უკრაინის შემდეგ კავკასიის რეგიონი რუსეთსა და დასავლეთს შორის კონფრონტაციის ახალი კერად გადაიქცევა. როგორც კი კრიზისი მწვავდება უკრაინაში, რუსეთსა და დასავლეთს შორის ურთიერთობა იძაბება, რაც ყოფილ საბჭოთა რესპუბლიკებზე -საქართველოზე, სომხეთსა და აზერბაიჯანზე ახდენს უარყოფით გავლენას.

„სტრატფორს“ ამერიკელი პოლიტოლოგი ჯორჯ ფრიდმანი ხელმძღვანელობს, რომელიც ცნობილია ანტირუსული შეხედულებებით. "სტრატფორის" ანალიტიკოსები მიიჩნევენ, რომ 2008 წლის აგვისტოში რუსეთ-საქართველოს ომმა ხელი შეუწყო რეგიონში ლიდერ სახელმწიფოდ რუსეთის წარმოჩენას. რუსეთმა საქართველოსთან ომი აფხაზეთისა და „სამხრეთ ოსეთის“ სეპარატისტულ რეგიონებთან პოლიტიკური და სამხედრო კავშირების გასაძლიერებლად გამოიყენა. ასევე გააძლიერა ბაზები სომხეთშიც. თუმცა, დასავლეთი რუსეთს არ მისცემს საშუალებას, გააფართოოს გავლენა ყოფილ საბჭოთა რესპუბლიკებზე, მიიჩნევენ „სტრატფორის“ ექსპერტები.

საქართველოს შეიარაღებული ძალები მონაწილეობენ ნატოსა და შეერთებული შტატების ერთობლივ სამხედრო ოპერაციებში, თუმცა, საქართველომ ჯერჯერობით ვერ მოიპოვა ნატოს წევრობა. ალიანსი ასევე გეგმავს აგვისტოში საწვრთნელი ცენტრის გახსნას საქართველოს გულის მოსაგებად, რომელმაც შვიდი წლის წინ რუსეთთან ომში ნატოსგან მიტოვებულად იგრძნო თავი. ცოტა ხნის წინ შეერთებული შატატების სახელმწიფო მდივნის თანაშემწემ ევროპულ და ევრაზიულ საკითხებში ვიქტორია ნულანდმა და ასევე სახელმწიფო მდივნის თანაშემწემ სამხედრო-პოლიტიკურ საკითხებში პუნეტ ტალვარმა საქართველოს მისცეს პირობა, რომ ნატოსთან დაახლოების მიზნით სხვადასხვა პროგრამების განხორციელებაში დაეხმარებოდნენ. აშკარაა, რომ საქართველომ დასავლეთთან გაააქტიურა მოლაპარაკებები უსაფრთხოების საიმედო გარანტიების მოსაძიებლად. ასევე, საფრანგეთთან ხელი მოეწერა ხელშეკრულებას თავდაცვითი სისტემების საქართველოსთვის მიწოდების შესახებ. აღსანიშნავია საქართველოს თავდაცვის მინისტრის შეერთებულ შტატებში გამართული შეხვედრებიც, სადაც მინისტრი სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენლებსა და თავდაცვის მდივანს ეშტონ კარტერს შეხვდა.


წყარო gcssi.org





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42