ყოფილი პრემიერი განმუხურში 20 წუთის განმავლობაში იმყოფებოდა, ივანიშვილს ლევან შონიასთან ერთად განმუხურის გამგებელი და რეგიონალური ინფრასტრუქტურის მინისტრი ნოდარ ჯავახიშვილიც ახლდა.
ივანიშვიმა ანაკლიაც დაათვალიერა. როგორც ცნობილია, ყოფილი პრემიერი ანაკლიის პორტით არის დაინტერესებული. არსებული ინფორმაციით, ერთ თვეში გამოცხადდება ტენდერი პორტის მშენებლობაზე, რომელშიც მონაწილეობას ივანიშვილი ბიზნესმენ მამუკა ხაზარაძესთან ერთად გეგმავს.
"ნიუპოსტის" ინფორმაციით, ბიძინა ივანიშვილმა დაათვალიერა ანაკლია-ფოთის დამაკავშირებელი გზაც, რომელიც თავის დროზე ექს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა დააპროექტა და რომლის განახლება პორტის აშენებისთვის ერთ-ერთი წინაპირობა იქნება.
ამ გზის საშუალებით ანაკლიიდან ფოთში ჩასვლა 10 წუთში იქნება შესაძლებელი.
„ნიუპოსტი“ ბიძინა ივანიშვილის გასაიდუმლოებული ვიზიტით დაინტერესდა და სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორს, ლევან შონიას ესაუბრა.
ლევან შონიას განცხადებით, ბიძინა ივანიშვილი ზუგდიდის ბოტანიკურ ბაღში დღეს პირველად იმყოფებოდა.
-„მინდა გითხრათ, რომ ძალიან მოეწონა ზუგდიდის ბოტანიკური ბაღი. ჩვენ აქტიურად ვმუშაობთ ბოტანიკური ბაღის რეაბილიტაციაზე, რომელიც უახლოეს მომავალში დაიწყება. რაიმე პრობლემა თუ იქნება ამ მხრივ, დარწმუნებული ვარ, რომ ის დაგვეხმარება.”
-ჩვენი ინფორმაციით, ბიძინა ივანიშვილი ანაკლიასა და განმუხურში იმყოფებოდით, რა მიზანს ემსახურებოდა თქვენი ვიზითი ზღვისპირეთში?
-"ბიძინა ივანიშვილი ჩამოსული იყო ბოტანიკური ბაღის დასათვალიერებლად, ამის პარალელურად გადაწყვიტა მოენახულებინა ანკლია და განმუხური. არავითარი ბიზბეს ინტერესი არ ყოფილა, უბრალოდ მოინახულა. განმუხურში აქამდე არ იყო ნამყოფი. ეს ადამიანი თუ საკუთარ სამშობლოში გადაადგილება ამაში პრობლემაა რამე?!" - განაცხადა გუბერნატორმა ჩვენთან საუბარში.
ბიძინა ივანიშვილის სამეგრელოში ვიზიტზე სტატიის მომზადებისას „ნიუპოსტი“ „მოქალაქეს“ აღმასრულებელ დირექტორ, ნიკა ჩხეტიანთან დაკავშირებას გუშინ მთელი დღის განმავლობაში ცდილობდა.
როგორც გუშინ ჩხეტიანის თანაშემწემ გვითხრა, ორგანიზაციის აღმასრულებელი დირექტორი „მნიშვნელოვან თათბირს“ მართავდა და არ ეცალა. დღეს დილიდან კი ბატონი ჩხეტიანი სატელეფონო ზარებს აღარ პასუხობს.
მასალის გამოყენების პირობები






