IDFI საჯარო დაწესებულებებისთვის უეფა-ს სუპერთასის ბილეთების გადაცემის შესახებ ინფორმაციას აქვეყნებს.
როგორც IDFI-ს მიერ მიღებული დოკუმენტაციით ირკვევა, ქვემოთ ჩამოთვლილ 8 საჯარო დაწესებულებას მიმოწერა ჰქონდა საქართველოს ფეხბურთის ფედერაციასთან, სადაც ითხოვდნენ დახმარების გაწევას მათი თანამშრომლებისათვის (თანამშრომლების საკუთარი სახსრებით) უეფას სუპერთასის მატჩზე დასასწრები ბილეთების შეძენაში.
აღნიშნულ 8 უწყებას ფეხბურთის ფედერაციის მიერ შესასყიდად სულ გადაეცათ 710 ბილეთი, საიდანაც ყველაზე მეტი გამოეყო ქალაქ თბილისის მერიას და საქართველოს პარლამენტს.
o თბილისის მერია - 240 ბილეთი
o საქართველოს პარლამენტი - 200 ბილეთი
o პრეზიდენტის ადმინისტრაცია - 50 ბილეთი
o იუსტიციის სამინისტრო - 50 ბილეთი
o საგარეო საქმეთა სამინისტრო - 50 ბილეთი
o რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო - 50 ბილეთი
o სოფლის მეურნეობის სამინისტრო - 50 ბილეთი
o კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო - 20 ბილეთი
ფინანსთა, შინაგან საქმეთა და ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროებს პასუხი ჩვენს მოთხოვნებზე დღემდე არ მოუწოდებია.
მასალის გამოყენების პირობები






