ექსპრემიერი ბიძინა ივანიშვილი არა ანაკლიაში, არამედ ზუგდიდში იმყოფებოდა. ამის შესახებ „ნიუპოსტს“ სამეგრელოს გუბერნატორის პრესსამსახურის უფროსმა პაატა ლაგვილავამ განუცხადა.
მისი თქმით, ივანიშვილმა ზუგდიდის ბოტანიკური ბაღი მოინახულა.
კითხვაზე, რატომ დახვდა ექსპრემიერს რეგიონის გუბერნატორი, თუ ეს არაოფიციალური ვიზიტი იყო, ლაგვილავა ამბობს, რომ ლევან შონია ყველა მნიშვნელოვან პირს ხვდება.
"ნიუპოსტის" ინფორმაციით, ყოფილი პრემიერი ბიძინა ივანიშვილი განმუხურში იმყოფებოდა. მასთან ერთად იყვნენ რეგიონის გუბერნატორი, განმუხურის გამგებელი და ინფრასტრუქტურის მინისტრი.
არსებული ინფორმაციით, მან დაათვალიერა ანაკლია. როგორც ცნობილია, ივანიშვილი ანაკლიის პორტით არის დაინტერესებული. ერთ თვეში გამოცხადდება ტენდერი პორტის მშენებლობაზე და გავრცელებული ინფორმაციით, მშენებლობაში მონაწილეობას ბიძინა ივანიშვილი ბიზნესმენ მამუკა ხაზარაძესთან ერთად მიიღებს.
მასალის გამოყენების პირობები






