პრეზიდენტის მრჩეველი ეკონომიკურ საკითხებში გიორგი აბაშიშვილი მიიჩნევს, რომ ეროვნული ბანკიდან ზედამხედველობის ფუნქციის გამოყოფით აღნიშნული ინსტიტუტის უარგუმენტოდ დანაწევრება ხდება.
ამის შესახებ აბაშიშვილმა პარლამენტში პლენარული სხდომის დაწყებამდე განაცხადა, სადაც დეპუტატებმა პრეზიდენტის ვეტოზე უნდა იმსჯელონ.
„საქართველოს პარლამენტში ერთ თვეზე მეტია პრეზიდენტის მოტივირებული შენიშვნებია წარმოდგენილი. თუ ჩვენ ყურადღებით წავიკითხავთ ამ შენიშვნებს, ძალიან მარტივად აღმოვაჩენთ, რომ მოტივირებულ შენიშვნებში გამოთქმული მოსაზრებები, რომელიც კანონპროექტად არის ჩამოყალიბებული, ეროვნული ბანკის შემადგენლობაში საზედამხედველო ფუნქციების გაუმჯობესებას შეეხება. მთავარი არგუმენტი არის სწორედ ის, რომ მივცეთ ყველას საშუალება დაფიქრების, რათა ესე უარგუმენტოდ არ მოხდეს ეროვნული ბანკის დანაწევრება“, - განაცხადა გიორგი აბაშიშვილმა.
მასალის გამოყენების პირობები






