როგორც „ნიუპოსტს“ პაატა ზაქრეიშვილმა განუცხადა, ოკუპირებულ ტერიტორიაზე მიმდინარე ნებისმიერი მოვლენა ყოველთვის გარკვეულ მიზანს ემსახურება და ამ შემთხვევაში ქართული ენის შევიწროება არის პასუხი იმ რეალობაზე, რომელიც შექმნა საქართველოს სამშვიდობო პოლიტიკამ.
„ჩვენი მთავარი ამოცანაა, ოკუპირებულ გალის რაიონში, ისეევე როგორც აფხაზეთის მთელ ტერიტორიაზე, შენარჩუნებული იქნას ქართული მოსახლეობა, არ მოხდეს რაიონის დაცლა და ამ მოსახლეობას აფხაზური საზოგადოება საფრთხედ არ აღიქვამდეს. იმედს გამოვთქვამთ, რომ საერთაშორისო თანამეგობრობისა და პარტნიორების მხარდაჭერით მოვახერხებთ და დავიცავთ, როგორც აქამდე ვიცავდით, ეთნიკურ ქართველებს ოკუპირებულ ტერიტორიაზე. ქართული ენის შევიწროება არის გალის რაიონის, ისევე როგორც მთელი აფხაზეთის ტერიტორიის, რუსიფიკაციის მცდელობა, რაც არ დარჩება საერთაშორისო თანამეგორბობის ყურადღების მიღმა“,- განაცხადა მინისტრმა.
მისი თქმით, „ამგვარი ნაბიჯები ხელს არ უწყობს გალის რაიონში სტაბილურობას და უსაფრთხოებას და არის მხოლოდ საოკუპაციო რეჟიმის უსუსური მცდელობა, გაუმკლავდნენ საქართველოს სამშვიდობო პოლიტიკას“.
„განათლების სფეროში ნებისმიერი რეფორმა რამდენიმე წელიწადს საჭიროებს და დარწმუნებულნი ვართ, ამ წლების განმავლობაში აფხაზური საზოგადოება გადახედავს მიდგომებს და მიხვდება, რომ გალის რაიონში მშვიდობა და სტაბილურობა მისი უსაფრთხოებისთვისაც მნიშვნელოვანია. იმედი გვაქვს, ჩვენი პოლიტიკის შედეგად აფხაზეთის ტერიტორიაზე ქართული მოსახლეობა იქნება სანდო და გახდება ხიდი აფხაზურ და ქართულ საზოგადოებებს შორის მშვიდობის დასამყარებლად. სწორედ ამ გარდატეხის პერსპექტივას პასუხობს საოკუპაციო რეჟიმი ისეთი აგრესიული ნაბიჯებით, როგორიც ქართული ენის შევიწროებაა“,- აღნიშნა პაატა ზაქარეიშვილმა.
რაც შეეხება გალის რაიონში მოქმედ ქართულ სკოლებს, შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი აცხადებს, რომ არსებული მონაცემებით, ამ სკოლებში გრძელდება ქართულ ენაზე სწავლება.
„გალის რაიონის სკოლებში მოსწავლეთა რაოდენობა მატულობს და შესაბამისად, იზრდება ამ სკოლების გამოშვებების რაოდენობაც. გალელი მოსწავლეების უმრავლესობა სწავლას აგრძელებს ქართულ უმაღლეს სასწავლებლებში. ეს იმის ნიშანია, რომ ხორციელდება ჩვენი მთავარი ამოცანა - შევინარჩუნოთ გალის რაიონში ქართული მოსახლეობა“,- განმარტა მინისტრმა.
„ნიუპოსტი“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს დაუკავშირდა.
სანიკიძის უწყების ცნობით, გალის რაიონის ქვედა ზონის სოფლების სკოლებში, ქართულ ენაზე სწავლების აკრძაკვის საკითხი მხოლოდ საქართველოლს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს კომპეტენციას სცილდება.
„შესამაბისად, აღნიშნული საკითხი, პოლიტიკურ ჭრილში განიხილება შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატთან ერთად, როგორც ჟენევის ფორმატში, ასევე საერთაშორისო დონეზე“,- გვითხრეს სამინისტროში.
გალის რაიონის ქვედა ზონის სოფლების სკოლებში, ქართულ ენაზე სწავლება პირველი სექტემბრიდან ოფიციალურად აიკრძალა.
ოკუპირებულ რეგიონში მდებარე სკოლები უკვე მოსკოვის დებულებით ხელმძღვანელობენ, რომლის თანახმად სასწავლო საათებში ქართულ ენას, როგორც უცხო ენას, მხოლოდ ერთი საათი აქვს დათმობილი.
როგორც „ნიუპოსტს“ ადგილობრივმა მოსახლეობამ განუცხადა, ეს ყველაფერი მათგან დამოუკიდებლად ხდება, რის გამოც საქართველოს ხელისუფლებას უყურადღებობაში ადანაშაულებენ.
გალის რაიონში სულ 31 ქართული სკოლა ფუნქციონირებს, აქედან 11-ში სწავლება ქართულ ენაზემიმდინარეობდა. გუშინ ამოქმედებული ცვლილება სწორედ ამ 11 სკოლას შეეხო. რაც შეეხება დანარჩენ 20-სუკვე რამდენიმე წელია ქართული სწავლება ნაწილობრივ აიკრძალა და ქართული, როგორც უცხო ენა ისეისწავლება.
დავით ჯაბაშვილი
მასალის გამოყენების პირობები






