ღარიბაშვილის თქმით, საქართველოს ევროპული არჩევანი არასოდეს გადაიხედება:
"ეს არის არჩევანი, რომელიც ჩვენმა დიდმა წინაპრებმა გააკეთეს. ასე რომ, არათუ ჩვენს მთავრობას, არამედ არც ერთ მთავრობას არ შეეძლება ამის გადახედვა. ყოველგვარი სპეკულაციები რომ დავამთავროთ ამასთან დაკავშირებით, ეს პოზიცია არ შეიცვლება არასდროს. რაც შეეხება კვირიკაშვილის განცხადებას, რა თქმა უნდა, ეს არის ჩვენი მთავარი ამოცანა, გამოვიყენოთ ყველა შესაძლებლობა, პოტენციალი, რომელიც არსებობს არამარტო ჩვენს, არამედ ყველა კონტინენტზე. ერთია ჩვენი პოლიტიკური კურსი და მეორე სავაჭრო-ეკონომიკური პოტენციალის გამოყენება ჩვენი ქვეყნის სასარგებლოდ. ეს არის პრაგმატული პოლიტიკა, რომელსაც ჩვენ აუცილებლად მივიყვანთ ბოლომდე"- განაცხადა პრემიერმა.
"ძალიან ბევრი საინტერესო რამ ხდება მსოფლიოში გარდა პროდასავლური მიმართულებისა. ეს არის აღმოსავლეთთან ურთიერთობები, ახალი მოვლენები ევრაზიის კონტინენტზე. ჩვენ მაქსიმალურად შევეცდებით, ყველა ამ საინტერესო მოვლენის მაქსიმალური ტრანსფორმაცია მოხდეს საქართველოსთვის, როგორც პოლიტიკური, ასევე ეკონომიკური კუთხით", - აღნიშნა გიორგი კვირიკაშვილმა გუშინ, მისი საგარეო საქმეთა მინისტრის პოსტზე წარდგენის შემდეგ.
მასალის გამოყენების პირობები






