საქართველოს პრეზიდენტი ქართველი ელჩებისადმი მიმართვას ავრცელებს
პოლიტიკა - 09:59, 02 Sep, 2015     1852

საქართველოს პრეზიდენტი მიესალმება საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობების ხელმძღვანელთა ყოველწლიური შეხვედრის - „ამბასადორიალი -2015“ ჩატარებას.

საქართველოს პრეზიდენტის განცხადებით, ჩვენს ქვეყანას აქვს ისტორიული მისია, იქცეს იმ ევროპულ სახელმწიფოდ, რომელიც იმავდროულად ევროპასა და აზიას შორის თანამშრომლობის სივრცეს წარმოადგენს. ეს მნიშვნელოვანი გეოპოლიტიკური ფუნქციაა, რომლის განვითარებას სწორედ საქართველოს დიპლომატიური კორპუსის ძალისხმევა ესაჭიროება.

მისი თქმით, მსოფლიო ახალი წესრიგის ძიებაშია, ამიტომ აღნიშნულმა კიდევ უფრო აქტიურად წარმოაჩინა ის გამოწვევები, რომელთა წინაშეც ვდგავართ დღეს და ვიქნებით ახლო მომავალში.

„ჩვენ ზუსტად უნდა ვაფასებდეთ ვითარებას და ვმოქმედებდეთ სტრატეგიით, რომელიც არამხოლოდ მომხდარზე რეაგირებას, არამედ სამომავლო სცენარების წინასწარ გათვლას ეფუძნება და პროაქტიური საგარეო პოლიტიკის წარმოებას ითვალისწინებს“,-აღნიშნავს პრეზიდენტი.

საქართველოს პრეზიდენტის განცხადებით, ქვეყნის უსაფრთხოება და კეთილდღეობა უშუალოდაა დაკავშირებული მის ევროპულ და ევროატლანტიკურ ინტეგრაციასთან.

„ერთი წლის განმავლობაში ბევრი გაკეთდა ამ მიმართულებით. ნატოს უელსის სამიტი, ასოცირების შეთანხმების რატიფიცირების პროცესი და ამ შეთანხმების ამოქმედება, მნიშვნელოვანი პროგრესი ვიზა ლიბერალიზაციის საკითხში - ეს ყოველივე არასრული ჩამონათვალია იმ წინგადადგმული ნაბიჯებისა, რომელმაც ხელი შეუწყო ჩვენი ქვეყანის განვითარებას, მაგრამ კიდევ უფრო მეტი გვმართებს ინტეგრაციული პროცესების გასაძლიერებლად და ევროატლანტიკური სივრცის თითოეულ სახელმწიფოსთან ურთიერთობების გასაღრმავებლად“,-აღნიშნავს საქართველოს პრეზიდენტი.

პრეზიდენტი დარწმუნებულია, რომ ამბასადორეალის ფარგლებში დიპლომატები მუშაობისას განსაკუთრებულ ყურადღებას გაამახვილებენ ქვეყნისათვის უმნიშვნელოვანეს საკითზებზე, ორმხრივი და მრავალმხრივი საერთაშორისო თანამშრომლობის გაღრმავებასა და განვითარებაზე, ჩვენი ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობისა და დეოკუპაციის პრობლემატიკასა და საერთაშორისო არენაზე საქართველოს კიდევ უფრო ღირსეულად წარმოჩენაზე.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42