საქართველო-ისრაელის ბიზნესპალატის პრეზიდენტი იციკ მოშე საქართველოს მთავრობას წინადადებებით მიმართავს და მოუწოდებს ეკონომიკურ კავშირებზე, პირველ ეტაპზე საკუთარ ელჩებთან იმუშაონ და არა - სხვა ქვეყნების ელჩებთან.
ამის შესახებ ნათქვამია დღეს გავრცელებულ განცხადებაში. იციკ მოშე ფიქრობს, რომ "საქართველოს ეკონომიკის გადარჩენის გასაღები ელჩების ხელშია" და სწორედ მათ შეუძლიათ სხვადასხვა ქვეყნის ბიზნესსექტორის დარწმუნება, რომ საქართველოში ბიზნესისთვის ყველანაირი პირობა არსებობს.
"საქართველოს ეკონომიკაში არსებული პრობლემების დროულად გადაჭრისა და ლარის სიმყარის შენარჩუნების მიზნით, საჭიროა ქვეყანაში რაც შეიძლება მეტი უცხოური ინვესტიციის მოზიდვა. მივმართავ მთავრობას თბილისში 2-4 სექტემბერს დაგეგმილ ამბასადორიალზე საზღვარგარეთ აკრედიტებულ საქართველოს ელჩებს, დაევალოს ადგილსამყოფელ ქვეყანაში ბიზნეს წრეებთან აქტიური მუშაობა და ყოველთვიურად თითო ინვესტორის მოზიდვა.” - ნათქვამია იციკ მოშეს განცხადებაში.
მასალის გამოყენების პირობები






