პარლამენტის 2015 წლის საშემოდგომო სესია გაიხსნა
პოლიტიკა - 17:37, 01 Sep, 2015     1217

დღეს, პარლამენტის ბიუროს სხდომაზე, პარლამენტის რეგლამენტის თანახმად, 2015 წლის საშემოდგომო სესია გაიხსნა. როგორც ბიუროს სხდომის თავმჯდომარემ, პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ მანანა კობახიძემ განაცხადა, ქვეყნის უმაღლესი საკანონმდებლო ორგანო უკვე ხვალიდან, 2 სექტემბრიდან, პლენარული სხდომების რეჟიმში გააგრძელებს საქმიანობას.

მანანა კობახიძე საქართველოს მთავრობაში დღეს მომხდარ ცვლილებებს გამოეხმაურა და იმედი გამოთქვა, რომ მთავრობის ძველი და ახალი წევრები ახალ პოზიციებზე ქვეყნისათვის სასიკეთოდ, წარმატებებით გააგრძელებენ საქმიანობას. პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ სექტემბრის პირველ დღეებში ასევე ტრადიციულად მიულოცა რამდენიმე ათეულ ათას ახალგაზრდას სტუდენტებად გახდომა და ცხოვრების ახალ ეტაპზე წინსვლა და წარმატებები უსურვა.

ამის შემდეგ ბიუროს წევრებმა მიმდინარე სასესიო კვირის - 2-4 სექტემბრის პლენარული სხდომების დღის წესრიგზე იმსჯელეს და სხდომებზე განსახილველ საკითხთა სავარაუდო ნუსხა განსაზღვრეს. ერთ-ერთი მთავარი საკითხი, რომლის განხილვაც იგეგმება, საქართველოს პრეზიდენტის შენიშვნებია „საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის შესახებ“ კანონპროექტსა და მის თანმდევ კანონპროექტებზე.

სხდომაზე განიხილეს ახალი საკანონმდებლო ინიციატივები და განსაზღვრეს წამყვანი კომიტეტები და ის კომიტეტები, რომელთა დასკვნაც სავალდებულოა. ასევე განიხილეს საორგანიზაციო საკითხები.
პარლამენტის პლენარული სხდომა 2 სექტემბერს, 13 საათზე გაიმართება, მანამდე კი ბიუროს კიდევ ერთი სხდომა შედგება.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42