ამის შესახებ ტყეშელაშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.
„საქართველოს ახალი საგარეო საქმეთა მინისტრის მხრიდან ასეთი აქცენტის დასმა შემაშფოთებელია. ეს არ ნიშნავს, რომ ღიად ორიენტაცია შეიძლება სრულად მოხდეს დასავლეთიდან ჩრდილო-აღმოსავლეთისკენ, მაგრამ დამაფიქრებელია, როდესაც პრიორიტეტების ასეთ გაშუალედებას აკეთებს. ბატონი გიორგი ბატონ ივანიშვილს კარიერის განვითარების მხრივ დიდი ხანია მოყვება. შთაბეჭდილება იქმნება, რომ ბატონ ბიძინას სურს, ქვეყნის საგარეო პოლიტიკა გაცილებით მჭიდროდ გააკონტროლოს,"- განაცხადა ეკა ტყეშელაშვილმა.
გიორგი კვირიკაშვილის თქმით, ბევრი საინტერესო რამ ხდება მსოფლიოში პროდასავალური მიმართულების გარდა.
„ეს არის აღმოსავლეთთან ურთიერთობები, ახალი მოვლენები ევრაზიის კონტინენტზე და ჩვენ მაქსიმალურად შევეცდებით, რომ ყველა ამ საინტერესო მოვლენის ტრანსფორმაცია მოხდეს საქართველოსთვის, როგორც პოლიტიკური ასევე ეკონომიკური კუთხით“, - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე, სადაც ის პრემიერმა საგარეო საქმეთა მინისტრის პოსტზე წარადგინა.
მასალის გამოყენების პირობები






