„გაუჭირდება“ - შარაშენიძე კვირიკაშვილის ახალ თანამდებობას სკეპტიკურად უყურებს
პოლიტიკა - 15:03, 01 Sep, 2015     1674

საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის პროფესორი, ექსპერტი თორნიკე შარაშენიძე ეკონომიკის ყოფილი მინისტრის გიორგი კვირიკაშვილის საგარეო საქმეთა მინისტრად დანიშვნის ფაქტს „ნიუპოსტთან“ აფასებს. მისი თქმით, საკადრო ცვლილებები ბიძინა ივანიშვილთან შეთანხმებულია.

-"ერთადერთი ახსნა აქვს კვირიკაშვილის საგარეო საქმეთა მინისტრად დანიშვნას, ბიძინა ივანიშვილთან სიახლოვე..."

-როგორი მინისტრი იქნება კვირიკაშვილი, რომლის ეკონომიკის მინისტრად მუშაობას, ოპოზიცია უარყოფითად აფასებს. „ნაციონალურ მოძრაობაში“ ამბობენ, რომ „ეკონომიკის წარუმატებელ მინისტრს, საგარეო უწყება ჩააბარეს“...

-ეკონომიკის მძიმე მდგომარეობას მარტო მაგ კაცს ვერ დავაბრალებთ, თუმცა საგარეო საქმეთა სამინისტროში ისეთი ადამიანის დანიშვნას, რომელსაც საგარეო პოლიტიკასთან შეხება არ ჰქონია ცოტა უცნაურია. ეს უწყება ძალიან სპეციფიკურია, მას როგორც წესი ხელმძღვანელობენ პროფესიონალი დიპლომატები.

-კვირიკაშვილის დიპლომატიურ მომავალს სკეპტიკურად უყურებთ?

- დიახ, ძნელია, „არასაგაროელისთვის“ საგარეო სამინისტროში მუშაობა და იმ მჭიდრო ურთიერთობების დამყარება რაც ამ სამინისტროს ხელმძღვანელს ევალება.

- როგორ შეაფასებთ თამარ ბერუჩაშვილის 10 თვიან საქმიანობას?

- ბერუჩაშვილს არაფერი გაუფუჭებია, ჩავარდნა არ ჰქონია არაფერში...

- მთავარი მიღწევა რა არის ამ პოსტზე მისი მუშაობის პერიოდში?

- საგარეო საქმეთა სამინისტროს განმახორციელებლის ფუნქცია აკისრია. ის არ შეიმუშავებს საგარეო პოლიტიკას. რასაც ბერუჩაშვილი ნორმალურად ასრულებდა.


დავით ჯაბაშვილი





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42